სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ენდომეტრიოზი endometriosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ენდომეტრიოზიენდომეტრიუმიჰეტეროტოპია ორგანოებსა და ქსოვილებში, სადაც იგი ნორმაში არ არის. ენდომეტრიუმის უბნები იმპლანტირდება სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში; შესაძლებელია პროცესის გადატანა ჰემატოგენური გზით. ენდომეტრიული ჩანართები შესაძლებელია აღინიშნოს საშვილოსნოს სისქეში (ადენომიოზი), საშვილოსნოს მილებში, მცირე მენჯის პერიტონეუმში, მიმდებარე ქსოვილებში, საშოში, საშვილოსნოს ყელში ჩაზრდით, საკვერცხეში ცისტების წარმოქმნით (,,შოკოლადის  ცისტები”), ნაწიბურებისას საკეისრო კვეთის შემდეგ, იშვიათად – საშვილოსნოდან დაშორებულ ორგანოებსა და ქსოვილებში.

 ენდომეტრიოზი

არაიშვიათად ენდომეტრიოზს თან ახლავს პერიფოკალური ანთებაც. ენდომეტრიოზის გავრცელება და განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული საკვერცხეების ფუნქციასთან. ბუნებრივი ან ხელოვნური მენოპაუზის დროს ენდომეტრიოზის კერები ექვემდებარებიან უკუგანვითარებას.

ენდომეტრიოზისიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი და ენდომეტრიოზით დაზიანებული ორგანოების გადიდება მენსტრუალური სისხლდენის დღეებში. შემდეგში ტკივილი გაივლის, ხოლო წარმონაქმნები მცირდება.

 მარცხენა საკვერცხის ენდომეტრიოზი

ადენომიოზისათვის დამახასიათებელია ჰიპერპოლიმენორეა. ეს სიმპტომები განპირობებულია ენდომეტრიუმის უჯრედების პრედმენსტრუალური გაფუებითა და მისი ნაწილობრივი ჩამოფრცქვნით, და მთლიანობაში დამოკიდებულია საკვერცხის ციკლურ მოქმედებაზე; მენოპაუზის დროს ქრება. დიაგნოზი ეყრდნობა ციკლური სიმპტომების გამოვლინებას, რომლებიც შეესაბამებიან მენსტრუალურ ციკლს და მოცულობაში ცვლად წარმონაქმნების არსებობას. ზოგჯერ ადენომიოზი ვლინდება საშვილოსნოს რენტგენოგრაფიით, რომელიც ტარდება მენსტრუაციის მე-3-4 დღეზე.

ენდომეტრიოზიმკურნალობა. კონსერვატული მკურნალობა ითვალისწინებს ჰორმონული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც იწვევენ საკვერცხის ფუნქციის დათრგუნვას. ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ საკვეცხის ცისტების, საშვილოსნოს ადენომიოზის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, ან

რექტოვაგინალური ენდომეტრიოზის დროს. ქირურგიულ მკურნალობას წინ უძღვის ჰორმონული მკურნალობა და მხოლოდ მისი უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ოპერაცია.

ენდომეტრიოზიპროგნოზი სიცოცხლისათვის დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები


Views Counter v.0.10 Viewed 6210 times by 3343 viewers

konsultaciebi

vaka