ლალი დათეშიძე
საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა – ხშირია მოხუცებულობით ასაკში ასევე მშობიარობის დროს გადატანილი ტრავმის, მძიმე ფიზიკური მუშაობის, სასქესო ორგანოებში ინვოლუციური პროცესების შედეგად. განასხვავებენ საშვილოსოს დაწევას, მის სრულ და არასრულ გამოვარდნას.

საშვილოსნოსა და საშოსთან ერთად ხშირია შარდის ბუშტის კედლისა (ცისტოცელე) და სწორი ნაწლავის (რექტოცელე) გამოვარდნა. პროცესი პროგრესირებს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ზეწოლითი ტკივილი მუცლის ქვევით და წელის არეში, შარდის შეუკავებლობა, ყაბზობა, საშვილოსნოს სხეულის გამოვარდნა სასქესო ნაპრალიდან. გინეკოლოგიური დათვალიერებისას ვლინდება ინვოლუციური პროცესები სასქესო აპარატში, მენჯის ფსკერის კუნთების მთლიანობის დარღვევა, საშოს ან საშვილოსნოს

კედლების დაწევა ან გამოვარდნა (გაჭინთვის დროს). ხშირად საშოსა და საშვილოსნოს ყელის კედლებზე ვითარდება წყლულები; ლორწოვანი გარსები მშრალი, კანისებურია.
მკურნალობა კონსერვატული და ოპერაციულია. ქირურგიული მკურნალობა ითვალისწინებს მენჯის ფსკერის კუნთებისა და საშვილოსნოს იოგოვანი აპარატის გამაგრებას. საშვილოსნოს მთლიანი გამოვარდნის დროს ხშირად მიმართავენ მის საშოსეულ ექსტირპაციას. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტარდება სამკურნალო ვარჯიში.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1531 times by 890 viewers



