ლამბლიოზი

ლამბლიოზი lambliasis

ლამბლიოზი – ლამბლიებით ინვაზია, რომელიც მიმდინარეობს ნაწლავის დისფუნქციით ან როგორც უსიმპტომო პარაზიტმტარებლობა. ინვაზიის წყაროა მხოლოდ ადამიანი.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ლამბლია; მიეკუთვნება უმარტივესებს. არსებობს განვითარების ვეგეტატიური და ცისტური სტადიებით. ვეგეტატიური სტადიის ლამბლია მსხლისებრი ფორმისაა, სიგრძით 8-18 მკმ, სიგანე 5-7 მკმ;
გარემოში სწრაფად იღუპება.ცისტები ძლებენ გარემოში 3 თვემდე.
ინფექციის შეჭრის კარია წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილები. ინფიცირებადი დოზაა 100 ცისტ-ლამბლიაზე მეტი. ინვაზირებულთა ნაწილს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება, ამიტომ რიგი მკვლევარები ეჭვობენ ლამბლიების პათოგენურობაში.
ლამბლიების ვეგეტატიური ფორმა შესაძლებლია არსებობდეს მხოლოდ წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე.
ლამბლიები ვერ ძლებენ ნაღვლგამომყოფ გზებში (ნაღველი მათ კლავს). მათ შესაძლოა გამოიწვიონ ლორწოვანი გარსის ცვლილებები მიმაგრების ადგილზე და მოახდინონ რეფლექტორული ზემოქმედება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-15 დღე. პარაზიტის გამოყოფას იწყებენ დაინფიცირებიდან 9 დღის შემდეგ. ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. ავადმყოფები უჩივიან უსიამოვნო შეგრძნებას ეპიგასტრიუმში, გულისრევას, მადის დაქვეითებას, ზოგჯერ ყურყურს მუცელში, დისკომფორტს მუცლის ზედა ნახევარში.
ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნება თხიერი წყლიანი განავალი, შესაძლებელია აგრეთვე სხეულის მასის შემცირება. რამდენიმე დღეში ყველა ეს სიმპტომი თანდათანობით ქრება. ლამბლიოზის დამადასტურებელია ლამბლიის ვეგეტატიური ფორმების, ან ცისტების აღმოჩენა. ა
უცილებელია გავითვალისწინოთ ლამბლიების მტარებლობის შერწყმის შესაძლებლობა რომელიმე სხვა დაავადებასთან.


ლამბლიოზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ლამბლიოზი – ლამბლიებით ინვაზია, რომელიც მიმდინარეობს ნაწლავის დისფუნქციით ან როგორც უსიმპტომო პარაზიტმტარებლობა.
🦠 გამომწვევია ლამბლია, მიეკუთვნება უმარტივესებს.
📍 ინფექციის შეჭრის კარია წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილები. ინფიცირებადი დოზაა 100 ცისტ-ლამბლიაზე მეტი. ლამბლიების ვეგეტატიური ფორმა შესაძლებლია არსებობდეს მხოლოდ წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე.
🟢 ლამბლიები ვერ ძლებენ ნაღვლგამომყოფ გზებში (ნაღველი მათ კლავს). მათ შესაძლოა გამოიწვიონ ლორწოვანი გარსის ცვლილებები მიმაგრების ადგილზე და მოახდინონ რეფლექტორული ზემოქმედება.
📅 ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-15 დღე.
🕐 პარაზიტის გამოყოფას იწყებენ დაინფიცირებიდან 9 დღის შემდეგ.
👉 გაიგეთ მეტი ლამბლიოზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3VkrzDU
#ლამბლიოზი #ლამბლიოზისნიშნები #ლამბლიოზისსიმპტომები #ლამბლიოზისდიაგნოსტიკა #ლამბლიოზისმკურნალობა #რაარისლამბლიოზი #ლამბლიოზისგამომწვევი #ლამბლია #შოლტისებრიჭია #ლენტისებრიჭია #მრგვალიჭია #ანკილოსტომა #კოკციდია #ნაწლავურიინფექციები #პარაზიტულიინფექციები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ინფექციური დაავადებები

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლამბლიოზი – ლამბლიებით ინვაზია, რომელიც მიმდინარეობს ნაწლავის დისფუნქციით ან როგორც უსიმპტომო პარაზიტმტარებლობა. ინვაზიის წყაროა მხოლოდ ადამიანი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ლამბლია; მიეკუთვნება უმარტივესებს. არსებობს განვითარების ვეგეტატიური და ცისტური სტადიებით. ვეგეტატიური სტადიის ლამბლია მსხლისებრი ფორმისაა, სიგრძით 8 – 18 მკმ, სიგანე 5 – 7 მკმ; გარემოში სწრაფად იღუპება. ცისტები ძლებენ გარემოში 3 თვემდე. ინფექციის შეჭრის კარია წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილები. ინფიცირებადი დოზაა 100 ცისტ – ლამბლიაზე მეტი. ინვაზირებულთა ნაწილს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება, ამიტომ რიგი მკვლევარები ეჭვობენ ლამბლიების პათოგენურობაში. ლამბლიების ვეგეტატიური ფორმა შესაძლებლია არსებობდეს მხოლოდ წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე. ლამბლიები ვერ ძლებენ ნაღვლგამომყოფ გზებში (ნაღველი მათ კლავს). მათ შესაძლოა გამოიწვიონ ლორწოვანი გარსის ცვლილებები მიმაგრების ადგილზე და მოახდინონ რეფლექტორული ზემოქმედება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10 – 15 დღე. პარაზიტის გამოყოფას იწყებენ დაინფიცირებიდან 9 დღის შემდეგ. ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. ავადმყოფები უჩივიან უსიამოვნო შეგრძნებას ეპიგასტრიუმში, გულისრევას, მადის დაქვეითებას, ზოგჯერ ყურყურს მუცელში, დისკომფორტს მუცლის ზედა ნახევარში. ავადმყოფთა ნაწილში აღინიშნება თხიერი წყლიანი განავალი, შესაძლებელია აგრეთვე სხეულის მასის შემცირება. რამდენიმე დღის შემდეგ ყველა ეს სიმპტომი თანდათანობით ქრება. ლამბლიოზის დამადასტურებელია ლამბლიის ვეგეტატიური ფორმების ან ცისტების აღმოჩენა. აუცილებელია გავითვალისწინოთ ლამბლიების მტარებლობის შერწყმის შესაძლებლობა რომელიმე სხვა დაავადებასთან.  – შოლტოსანი უმარტივესების, ლამბლიების პარაზიტობა წვრილ ნაწლავში, უპირველეს ყოვლისა თორმეტგოჯა ნაწლავში. ხშირად ეს არ გამოიხატება რაიმე კლინიკური გამოვლინებით. თუმცა ზოგიერთ ავადმყოფს შესაძლებელია აღენიშნებოდეს ტკივილები მუცლის არეში, დიარეა, სხეულის წონაში დაკლება, რომელიც როგორც ჩანს განპირობებულია ენტერიტის და დუოდენიტის განვითარებით. შესაძლებელია სანაღვლე გზების დისკინეზიის განვითარებაც. დაავადების მიმდინარეობა შეიძლება იყოს მძიმე თანდართული აქილიისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შემთხვევაში. დიაგნოსტიკა ხდება დუოდენალურ შიგთავსში ლამბლიების აღმოჩენის საფუძველზე.(2)

 

ბმები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

 

1 comment on “ლამბლიოზი”

Comments are closed.