პედიკულოზი

 პედიკულოზი pediculosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პედიკულოზი (ტილიანობა) წვრილი სისხლმწოვი მწერების – ტილების – პარაზიტობა ადამიანის სხეულზე. ტილები ბინადრობენ ადამიანის თმებში (თავის ტილი), თეთრეულზე და ტანსაცმელზე (ტანსაცმლის ტილი), ბოქვენის მიდამოსა და სხეულის სხვა თმიანი ნაწილებზე (ბოქვენის ტილი. მდედრი ტილი ყოველდღიურად დებს 5-15 კვერცხს, რომელიც მჭიდროდაა მიკრული თმებზე და თეთრეულზე. განვითარების პერიოდის ხანგრძლივობა კვერცხების დადებიდან მომწიფებამდე არის 16 დღე. ტილები გადადის ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტის დროს. ბოქვენის ტილი ხშირად გადაეცემა სქესობრივი გზით. პედიკულოზი ვლინდება კანის ქავილით ტილის ნაკბენის ადგილზე, წვრილი, მორუხო-მოცისფერო ლაქებით კანზე, განაკაწრებით, წილებით თმებზე.განაკაწრების ინიფიცირების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ჩირქოვანი დაავადებები. თავისა და ტანსაცმლის ტილები წარმოადგენენ პარტახტიანი ტიფისა და რიგი სხვა რიკეტსიოზების გადამტანებს. მკურნალობა. პედიკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიური საშუალებები. პროფილაქტიკა – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა.

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..

One thought on “პედიკულოზი”

Comments are closed.