სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სისხლის სისტემის დაავადებები

მემკვიდრეობითი ნეიტროპენიები – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი; ხასიათდება სისხლში ნეიტროფილების თითქმის სრული არარსებობით, რომელიც ვლინდება მუდმივად (მუდმივი ნეიტროპენიები) ან გარკვეული დროის შემდეგ (პერიოდული ნეიტროპენიები). დაავადება გადაეცემა რეცესიულად.

კლინიკური სურათი: მიდრეკილება ინფექციებისადმი (როგორც წესი სტაფილოკოკური), მძიმე ალვეოლური პიორეა ბავშვობიდან (კბილების გაშიშვლებული ფესვები, მათი მორყევა და დაცვენა). დაავადების პერიოდული ფორმის დროს ცხელება და ინფექციები მკაცრად პერიოდულია და შეესაბამება ნეიტროპენიის დღეებს. სისხლში თითქმის სრულებით არ არის ნეიტროფილები, მომატებულია ეოზინოფილებისა და მონოციტების რიცხვი. პერიოდული ფორმის დროს ეს ცვლილებები გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და წარმოიქმნება დროის მკაცრად გარკვეული მონაკვეთების შემდეგ. ანემიები, თრომბოციტოპენიები არ ვლინდება; ძვლის ტვინში – ნეიტროფილების მომწიფების ჩავარდნა პრომიელოციტის სტადიაზე (იშვიათად მიელოციტის), მონოციტოზი (ბავშვებში ხშირია მრავალი პრომონოციტები), ეოზინოფილია.

მკურნალობა: ინფექციური გართულებების დროს ნაჩვენებია ანტიბიოტიკები, ალვეოლარული პიორეის უწყვეტი თერაპია.

პროგნოზი. ინფექციის ლიკვიდაცია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ავადმყოფი ბავშვების სიცოცხლე; წლების განმავლობაში დაავადების სიმძიმე კლებულობს. პროფილაქტიკა. პერიოდული ფორმის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები კრიზამდე, რაც საშუალებას იძლევა მკვეთრად შესუსტდეს ინფექციის სიმძიმე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 956 times by 432 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka