Category Archives: სისხლის

ლეიკემოიდური რეაქციები

ლეიკემოიდური რეაქციები ლეიკემოიდური რეაქციები – სისხლწარმოქმნის ცვლილებები, რომლებიც მოგვაგონებენ ლეიკოზებს და სისხლმბადი სისტემის სხვა სიმსივნეებს, თუმცა ყოველთვის აქვთ რეაქტიული ხასიათი და არ ტრანსფორმირდებიან იმ სიმსივნეში. შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ინფექციებით, ინტოქსიკაციებით, სიმსივნეებით, სიმსივნის მეტასტაზებით ძვლის ტვინში. პათოგენეზი. სხვადასხვა ტიპის რეაქციებისას განვითარების მექანიზმი ერთნაირი არ არის: ერთ შემთხვევაში სისხლში აღინიშნება უმწიფარი უჯრედული ელემენტების არსებობა, მეორე შემთხვევაში-სისხლის

Read More

ჰემატოგენური თრომბოფილიები

ჰემატოგენური თრომბოფილიები thrombophilia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოგენური თრომბოფილიები – მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მორეციდივე თრომბოზების განვითარებისაკენ მიდრეკილებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ ჰემატოგენური თრომბოფილიების ორ სხვადასხვა ჯგუფს: 1. სისხლის რეოლოგიური თვისებებისა და უჯრედული შემადგენლობის ცვლილებებთან დაკავშირებული; 2. ჰემოსტაზის სისტემაში პირველადი დარღვევებით განპირობებული. პირველ ჯგუფში გამოყოფენ ფორმებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის უჯრედების სიჭარბესთან და მის გასქელებასთან (პოლიციტემია, ერითროციტოზები, თრომბოციტემიები და სხვ.); ერითროციტების ფორმის დარღვევასთან (მაგალითად, მრავლობითი თრომბოზები და ინფარქტები ნაგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს), პლაზმის მომატებულ წებვადობასთან (მიელომური დაავადება, ვალდენსტრემის დაავადება, კრიოგლობულინემია და სხვ.).

Read More