სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

თანდაყოლილი ტერფმრუდობა – წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების ყველაზე ხშირ მანკს, რომელიც ვლინდება ტერფის მყარი კონტრაქტურით. ტერფის დეფორმაცია ხშირია ბიჭუნებში, შეიძლება

ტერფმრუდობა

იყოს ერთი ან ორმხრივი. ამასთან ადგილი აქვს ტერფის მყესებისა და კუნთების დამოკლებას, აქილევსის მყესის მიმაგრების წერტილების ცდომას ქუსლის ბორცვიდან შიგნით, ტერფ-წვივის სახსრის იოგოვანი და სახსროვანი აპარატის განუვითარებლობას. ბავშვის დაბადებისთანავე ვლინდება ტერფის არასწორი მდებარეობა. მას გააჩნია რიგი დეფორმაციები: ეკვინუსი – ტერფის ფეხისგულისაკენ მოხრა, სუპინაცია – ტერფის შიგნითა ნაწილის აწევა და გარეთას დაწევა, ადუქცია – წინა ნაწილი მოზიდულია და გადიდებულია ტერფის სიგრძივი თაღი. გარდა ტერფის მანკისეული

ტერფმრუდობა

დაზიანებებისა, ვლინდება წვივის კუნთების ატროფია, განსაკუთრებით კანჭის კუნთებისა. ტერფ-წვივის სახსარში შესაძლებელია მხოლოდ რხევითი მოძრაობა. ზოგჯერ აღინიშნება წვივის დამოკლება, რომელიც პროგრესირებს ბავშვის ზრდასთან ერთად.

მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული და ოპერაციული. კონსერვატიული მკურნალობა ტარდება სიცოცხლის პირველ წელზე. კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში ტარდება ოპერაციულ მკურნალობა (6 -12 თვის ასაკში). პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1063 times by 517 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka