მწვავე აპენდიციტის გართულება

მწვავე აპენდიციტის გართულება

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე აპენდიციტის გართულება (ჭიანაწლავის პერფორაცია პერიტონიტის განვითარებით) – მწვავე აპენდიციტის დამახასიათებელი კლინიკური სურათის ფონზე აღინიშნება ტკივილის მკვეთრი გაძლირება (პერფორაციის მომენტი), რის შემდეგაც იგი ვრცელდება მთელს მუცელზე. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა სწრაფად უარესდება; მატულობს ინტოქსიკაცია, თანდათანობით ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროგრესირებადი პარეზი, რაც ვლინდება მუცლის შებერვით, ღებინებით. სხვა სიმპტომებია – მშრალი, ნადებიანი ენა, ტაქიკარდია, რომელიც არ შეესაბამება ტემპერატურას, სისხლში – მაღალი ლეიკოციტოზი. გამოკვლევით ვლინდება კუნთების დაჭიმულობა და მტკივნეულობა მთელს მუცლის არეში, პერიტონეუმის გაღიზიანების დადებით სიმპტომებთან ერთად, ნაწლავის პერისტალტიკის ხმიანობის სრული შეწყვეტა.

მწვავე აპენდიციტის გართულება – მკურნალობა – ოპერაცია, თუმცა გამოხატული ინტოქსიკაციის, დიფუზური პერიტონიტის მკაფიო ნიშნების დროს აუცილებელია ოპერაციისწინა მომზადება. ოპერაციული მკურნალობა ითვალისწინებს აპენდექტომიას, მუცლის ღრუს გამორეცხვას, მის დრენირებას; პროგნოზი სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..