რბილი ქსოვილების აბსცესი

რბილი ქსოვილების აბსცესი

რბილი ქსოვილების აბსცესი წარმოიქმნება ინფექციის შეღწევით რბილ ქსოვილებში კანის დაზიანების დროს, მათ შორის მიკროტრავმების დროს. ჩირქგროვა მდებარეობს ზედაპირულად. გამომწვევია – სტაფილოკოკი, შერწყმული ნაწლავის ჩხირთან (ზოგჯერ ანაერობული).

რბილი ქსოვილების აბსცესი სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყის სტადიაში ვლინდება ინფილტრატი მკაფიო საზღვრების გარეშე, შემდგომში ფორმირდება აბსცესი ტიპიური ნიშნებით: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ფლუქტუაცია, ტემპერატურის მომატება. ზედაპირულად მდებარე ჩირქგროვის დროს ფლუქტუაცია ვლინდება ადრე, შედარებით ღრმად მდებარეობების დროს – მოგვიანებით; დიაგნოსტირებისათვის ასეთ დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ულტრაბგერითი გამოკვლევა ან ინფილტრატის დიაგნოსტიკური პუნქცია მსხვილი ნემსით.

რბილი ქსოვილების აბსცესი  მკურნალობა ოპერაციულია – აბსცესის ფართო გახსნა და დრენირება. ღრმად მდებარე ჩირქგროვების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მკურნალობის დახურული მეთოდი – მცირე განაკვეთი, შიგნითა კედლის კიურეტაჟი შემცველობის ასპირაციით, ღრუს დრენირება გამორეცხვითა და აქტიური აპირაციით.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.