სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები 

ნაწლავთაშორისი აბსცესინაწლავთაშორისი აბსცესი - ვითარდება ნაწლავის მარყუჟებს, ჯორჯლის, მუცლის კედელსა და ბადექონს შორის. განივი კოლინჯის ბადექონი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს მუცლის ზედა ნაწილებზე  ჩირქგროვის გავრცელებისა. ნაწლავთაშორისი აბსცესები ხშირად მრავლობითია. ჩირქგროვის ზუსტი ლოკალიზაცია და ზომები ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევითა და კომპიუტერული რენტგენული გამოკვლევით. ხშირად  ნაწლავთაშორისი აბსცესი შერწყმულია მენჯისმიერ აბსცესთან. დიაგნოზი საკმაოდ რთულია. ნაწლავთაშორისი აბსცესზე ეჭვის მიტანა ხდება პერიტონიტის გადატანისა და არასრული გამოჯანმრთელების, ასევე ჩირქოვანი ინტოქსიკაციის სიმპტომების რეციდივების დროს. ავადმყოფის დათვალიერებისას აღინიშნება მუცლის კედლების დაჭიმულობა და

გამოხატული მტკივნეულობა ჩირქგროვის ადგილზე, რიგ შემთხვევებში – მუცლის კედლის ასიმეტრია. პალპაციით შესაძლებელია მოისინჯოს ზომიერად მტკივნეული და უძრავი პათოლოგიური წარმონაქმნი. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს ვლინდება სითხის დონე, ნაწლავის პარეზის მოვლენები.

მკურნალობა ოპერაციულია – ჩირქგროვის გახსნა და დრენირება. ოპერაციის წინ აუცილებელია პრემედიკაცია. პროგნოზი ერთეული ჩირქგროვების დროს კეთისაიმედოა.

გართულებები: სეფსისი, ჩირქგროვის გახსნა მუცლის ღრუში და პერიტონიტის განვითარება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2227 times by 1214 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka