ნაწლავთაშორისი აბსცესი

ნაწლავთაშორისი აბსცესი interintestinal abscess

ნაწლავთაშორისი აბსცესი – ვითარდება ნაწლავის მარყუჟებს, ჯორჯლის, მუცლის კედელსა და ბადექონს შორის. განივი კოლინჯის ბადექონი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს მუცლის ზედა ნაწილებზე  ჩირქგროვის გავრცელებისა. ნაწლავთაშორისი აბსცესები ხშირად მრავლობითია. ჩირქგროვის ზუსტი ლოკალიზაცია და ზომები ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევითა და კომპიუტერული რენტგენული გამოკვლევით. ხშირად  ნაწლავთაშორისი აბსცესი შერწყმულია მენჯისმიერ აბსცესთან. დიაგნოზი საკმაოდ რთულია. ნაწლავთაშორისი აბსცესზე ეჭვის მიტანა ხდება პერიტონიტის გადატანისა და არასრული გამოჯანმრთელების, ასევე ჩირქოვანი ინტოქსიკაციის სიმპტომების რეციდივების დროს. ავადმყოფის დათვალიერებისას აღინიშნება მუცლის კედლების დაჭიმულობა და გამოხატული მტკივნეულობა ჩირქგროვის ადგილზე, რიგ შემთხვევებში – მუცლის კედლის ასიმეტრია. პალპაციით შესაძლებელია მოისინჯოს ზომიერად მტკივნეული და უძრავი პათოლოგიური წარმონაქმნი. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს ვლინდება სითხის დონე, ნაწლავის პარეზის მოვლენები.

ნაწლავთაშორისი აბსცესი მკურნალობა ოპერაციულია – ჩირქგროვის გახსნა და დრენირება. ოპერაციის წინ აუცილებელია პრემედიკაცია. პროგნოზი ერთეული ჩირქგროვების დროს კეთისაიმედოა.

ნაწლავთაშორისი აბსცესი – გართულებები: სეფსისი, ჩირქგროვის გახსნა მუცლის ღრუში და პერიტონიტის განვითარება.

ქირურგიული დაავადებებ


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაწლავთაშორისი აბსცესი – მდებარეობს ნაწლავის მარყუჟებს, ჯორჯლის, მუცლის კედელსა და ბადექონს შორის. განივი კოლინჯის ბადექონი წარმოადგენს ბარიერს ჩირქგროვის გავრცელების გზაზე მუცლის ზედა ნაწილებზე. ნაწლავთაშორისი აბსცესები ხშირად მრავლობითია. ჩირქგროვის ზუსტი ლოკალიზაცია და ზომები ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევით და კომპიუტერული რენტგენული გამოკვლევით. არაიშვიათად ნაწლავთაშორისი აბსცესი შერწყმულია მენჯისმიერ აბსცესთან. დიაგნოზი საკმაოდ რთულია. ნაწლავთაშორისი აბსცესზე ეჭვის მიტანა ხდება ავადმყოფში, რომელმაც გადაიტანა პერიტონიტი და აღენიშნება არასრული გამოჯანმრთელება, ასევე ორგანიზმის ჩირქოვანი ინტოქსიკაციის სიმპტომების რეციდივების დროს. დათვალიერებისას აღინიშნება მუცლის კედლების დაჭიმულობა და გამოხატული მტკივნეულობა ჩირქგროვის ადგილზე, რიგ შემთხვევებში – მუცლის კედლის ასიმეტრია. პალპაციისას შესაძლებელია მოისინჯოს ზომიერად მტკივნეული და უძრავი პათოლოგიური წარმონაქმნი. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს – სითხის დონე, ნაწლავის პარეზის მოვლენები, ნაწლავის მარყუჟების გადაწევა კონტრასტული გამოკვლევის დროს. მკურნალობა ოპერაციულია – ჩირქგროვის გახსნა და დრენირება. ოპერაციის წინ აუცილებელია ანტიბიოტიკებით და მეტრონიდაზოლით პრემედიკაცია. პროგნოზი ერთეული ჩირქგროვების დროს ჩვეულებრივ კეთისაიმედოა. გართულებები: სეფსისი, ჩირქგროვის გახსნა თავისუფალ მუცლის ღრუში პერიტონიტის განვითარებით.