ლალი დათეშიძე
ფილტვის აბსცესი (lung abscess) – ფილტვის პარენქიმის ჩირქოვანი განლევა (გალღობა). ყველაზე უფრო ხშირი მიზეზიებია: პნევმონია, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკებით, კლებსიელებით, ანაერობებით, ასევე კონტაქტური ემპიემა პლევრის ემპიემის დროს, დიაფრაგმისქვეშა აბსცესი, უცხო სხეულების, ინფიცირებული შემცველობების ასპირაცია და სხვ. არაპირდაპირ მიზეზებს მიეკუთვნება სეპტიკური ემბოლიები, რომლებიც ხვდებიან ჰემატოგენურად ოსტეომიელიტის, გონიტის, პროსტატიტის კერებიდან, იშვიათად აღინიშნება ინფექციის გავრცელების ლიმფოგენური გზა – ზედა ტუჩის ფურუნკულებიდან, პირის ღრუს ფსკერის ფლეგონებიდან. მრავლობითი აბსცესები, ხშირად ორმხრივი, წარმოიქმნება სეპტიკოპიემიის დროს. ფილტვის აბსცესი შესაძლებელია წარმოადგენდეს ფილტვის ინფარქტის გართულებას, ფილტვში სიმსივნის დაშლის შედეგს. მწვავე აბსცესი, ფილტვის ქსოვილის პერიფოკალური ანთებითი ინფილტრაციით შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში, მკვრივი პიოგენური გარსის წარმოქმნით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩირქოვან-რეზორბციული ცხელების ნიშნები, ჰექტიური ტემპერატურა, ქოშინი, ლოკალური ტკივილი სუნთქვის დროს, მყეფავი ხველის პაროქსიზმები. აუსკულტაციით: ბრონქული

სუნთქვა, სხვადასხვა კალიბრის ხიხინი. დამახასიათებელია სამშრიანი ნახველი: მოყვითალო ლორწო, წყლიანი შრე, ფსკერზე – ჩირქი. სისხლში – ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით, ანემია, ჰიპოალბუმინემია და დისპროტეინემია. შესაძლებელია მოხდეს ჩირქგროვის გახსნა

ახლომდებარე ბრონქების ღრუში, რომლის ნიშანია დიდი რაოდენობის ცუდსუნიანი ნახველის უეცარი (სავსე პირით) გამოყოფა. გართულებებია: პერფორაცია პლევრის ღრუში, პლევრის ემპიემის წარმოქმნით.
დიაგნოზის საბოლოო დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით პირდაპირ და გვერდით პროექციებში. შედარებით ინფორმატიულია კომპიუტერული რენტგენული ტომოგრაფია.
მკურნალობა ტარდება სტაციონარში: პოსტურალური დრენაჟი, ბრონქოსკოპური სანაცია, ანტიბიოტიკოთერაპია; ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის დროს.
პროგნოზი კეთილსაიმედოა: უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება აბსცესის ღრუს ობლიტერაცია და ავადმყოფის გამოჯანმრთელება. აუცილებელია რენტგენოლოგიური კონტროლი გამოჯანმრთელებიდან 3 და 6 თვის შემდეგ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 898 times by 466 viewers



