სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ჰიდრადენიტი – აპოკრინული ოფლის  ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება.

ეტიოლოგია. ჰიპერჰიდროზი, დაოდვილება, შერწყმული ინფექციასთან (სტაფილო- და იშვიათად სტრეპტოკოკები). ჰიდრადენიტი ხშირად ვითარდება იღლიისქვეშა ფოსოებში, იშვიათად შორისის არეში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მცირე ქავილის შემდეგ წარმოიქმნება ტკივილი და კანქვეშა მკვრივი კვანძი დიამეტრით 0,5 – 3 სმ; მოგვიანებით ვლინდება ფლუქტუაცია. ანთებამ შესაძლებელია მოიცვას რამდენიმე ოფლის ჯირკვალი, ან გადავიდეს ერთი ჯირკვლიდან მეორეზე. სხეულის ტემპერატურა მომატებულია, სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით; დიაგნოზის დადგენა რთული არ არის.

მკურნალობა ინფილტრაციის სტადიაში კონსერვატიულია (სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, ულტრაიისფერი დასხივება, კანის დამუშავება სპირტითა და ანტისეპტიკებით), ფლუქტუაციის დროს ნაჩვენებია ჩირქგროვის გახსნა. ხშირია დაავადების რეციდივები; ასეთ დროს ნაჩვენებია სპეციფიკური იმუნოთერაპია, ზოგადგამაკაჟებელი საშუალებები და ვიტამინოთერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 733 times by 414 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka