სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ნაღველკენჭოვანი დაავადებანაღველკენჭოვანი დაავადება – დაავადება, რომელიც განპირობებულია ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნით; იშვიათად კენჭები წარმოიქმნება  ღვიძლისა და ნაღვლის სადინრებში. 40 წლის ზევით კენჭები აღინიშნება ქალების 32%-ში და მამაკაცების 16%-ში. შემთხვევათა 30%-ში აღინიშნება ნაღვლის დაინფიცირება. კენჭწარმოქმნას საფუძვლად უდევს წონასწორობის დარღვევა ნაღვლის სტაბილიზატორებსა (ნაღვლის მჟავეები და ლეციტინი) და მათში გახსნილი ნივთიერებების რაოდენობას შორის (კალციუმის კარბონატი, ბილირუბინი და ქოლესტერინი).

სიმპტომები, მიმდინარეობა. ნაღველკენჭოვანი დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა საკმაოდ იშვიათია. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში იგი იწყება ნაღვლის კოლიკის ან მწვავე ქოლეცისტიტის ტიპური შეტევებით. ოპერაციისშემდგომი ლეტალობა ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე ავადმყოფთა შორის თითქმის 10-ჯერ დაბალია, ვიდრე მწვავე ქოლეცისტიტის დროს. ნაღველკენჭოვანი დაავადება წარმოადგენს ჩვენებას ოპერაციის ჩატარებისათვის, ვინაიდან ოპერაცია გართულების წარმოქმნამდე ნაკლებ სახიფათოა. ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულება განპირობებულია ინფექციის თანდართვით, ან კენჭის მიგრაციით, ან მათი კომბინირებით. ქოლედოქოლითიაზი შესაძლებელია გართულდეს პაპილიტით, ფატერის დვრილის ნაწიბუროვანი სტრიქტურის განვითარებით.

დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ გამოკვლევებსა და კვლევის დამატებით მეთოდებს. ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლგამომტანი გზების ულტრაბგერითი სკანირება წარმოადგენს საკმაოდ ინფორმატიულსა და არაინვაზიურ მეთოდს.

მკურნალობა ოპერაციულია – ქოლეცისტექტომია ნაღვლგამომტანი გზების ინტრაოპერაციულ გამოკვლევებთან. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ნაღვლის სადინრების დათვალიერებას, პალპაციას, ტრანსილუმინაციას, ასევე ინტრაოპერაციულ ქოლანქიოგრფიას. ნაღვლის საერთო სადინარში კონკრემენტების აღმოჩენისას მას ხსნიან, კენჭებს იღებენ და ატარებენ საკონტროლო ზონდირებასა და ქოლედოქოსკოპიას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 4070 times by 1676 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka