პანკრეატიტი

პანკრეატიტი pancreatitis

პანკრეატიტი – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს. მწვავე პანკრეატიტი უხშირესად გვხვდება როგორც მეორადი პროცესი სხვა ორგანოებიდან (ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთება) ანთებითი პროცესის გადაცემის შედეგად.
პანკრეატიტის მსუბუქ შემთხვევებში ანთება შემოფარგლულია მხოლოდ კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებით.
შედარებით მძიმე ფორმები ხასიათდება ჯირკვალში ნეკროზის კერების გაჩენით მძიმე კლინიკური სურათის ფონზე.
აღნიშნული პანკრეატიტები ჩვეულებრივ ვითარდება სანაღვლე სადინრიდან ნაღვლის გადასვლით პანკრეასის სადინარში. ნაღველი ააქტიურებს ტრიპსინოგენის ტრიპსინში გადასვლას, ამ უკანასკნელს კი გააჩნია თვითმონელების თვისება.
ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზებით გადაცემის შემთხვევებში, ჯირკვალში შესაძლოა განვითარდეს ჩირქგროვები მასიური ნეკროზებით.
ასეთ შემთხვევებში კლინიკური სურათი ხასიათდება მძიმე ინტოქსიკაციით, სეფსისის განვითარებამდეც კი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

კატარული ფორმის დროს ვლინდება  მუცლის ზედა ნახევარში სარტყლისებრი ხასიათის ტკივილები, გულისრევა, ღებინება.
მწვავე ჰემორაგიული და ნეკროზული პანკრეატიტის დროს ეპიგასტრიულ და მარცხენა ნეკნქვეშა მიდამოში უეცრად ვითარდება ძლიერი ტკივილები, რომლებიც გადაეცემა ზურგში და წელის მიდამოში, აღინიშნება ღებინება, ზოგჯერ კოლაფსური მდგომარეობის განვითარებაც კი. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, იგი ხშირად იცვლის საწოლში მდებარეობას, აგზნებულია.
ტემპერატურა შესაძლებელია ნორმალური დარჩეს, თუმცა პროცესის პროგრესირებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს, პულსი გახშირებულია.
მუცლის პალპაციით ვლინდება მტკივნეულობა ეპიგასტრულ მიდამოში, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები შეიძლება არ აღინიშნებოდეს. სისხლში ლეიკოციტოზია;
შარდში ვლინდება დიასტაზის შემცველობის გაზრდა.
პანკრეონეკროზის დროს დიასტაზის დონე კლებულობს. აუცილებელია ავადმყოფების სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში.

მკურნალობა

თუკი კონსერვატიული თერაპია არაეფექტურია, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. მეორადი ანუ რეაქტიული მწვავე პანკრეატიტის პროფილაქტიკა მდგომარეობს ნაღვლის ბუშტის დაავადებების, წყლულოვანი დაავადების დროულ მკურნალობაში, აუცილებელია ცხიმიანი საკვების შეზღუდვა.

ქრონიკული პანკრეატიტი

ქრონიკული პანკრეატიტი უხშირესად წარმოადგენს მწვავე პანკრეატიტის შედეგს. მისთვის დამახასიათებელია ტკივილები მუცლის ზედა მიდამოში, დისპეფსიური დარღვევები (უმადობა, სიმძიმის შეგრძნება და მუცლის შებერვა, მეტეორიზმი).
ავადმყოფები წონაში იკლებენ. შესაძლებელია მეორადი დიაბეტის განვითარებაც.

პანკრეატიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

⭕️ პანკრეატიტი – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება. განარჩევენ:
➡️ მწვავე პანკრეატიტი – გვხვდება როგორც მეორადი პროცესი სხვა ორგანოებიდან (ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთება) ანთებითი პროცესის გადაცემის შედეგად;
➡️ ქრონიკული პანკრეატიტი – წარმოადგენს მწვავე პანკრეატიტის შედეგს
⚫️ პანკრეატიტის მსუბუქ შემთხვევებში ანთება შემოფარგლულია მხოლოდ კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებით. შედარებით მძიმე ფორმები ხასიათდება ჯირკვალში ნეკროზის კერების გაჩენით მძიმე კლინიკური სურათის ფონზე
🔘 ნეკროზული პანკრეატიტის დროს ეპიგასტრიულ და მარცხენა ნეკნქვეშა მიდამოში უეცრად ვითარდება ძლიერი ტკივილები, რომლებიც გადაეცემა ზურგში და წელის მიდამოში
👉 გაიგეთ მეტი პანკრეატიტის შესახებ –
#პანკრეატიტი #მწვავეპანკრეატიტი #ქრონიკულიპანკრეატიტი #პანკრეატიტისსიმპტომები #პანკრეატიტისნიშნები #პანკრეატიტისგამომწვევიმიზეზები #კუჭქვეშაჯირკვლისანთება #ნეკროზულიპანკრეატიტი #პანკრეასისანთება #პანკრეატიტისმკურნალობა #ცხელება #ციანოზი #ფერმკრთალიკანი #პირისსიმშრალე #მუცლისტკივილი #დიარეა #ყაბზობა #შეშუპება #კუჭნაწლავისტრაქტისდავადებები #მუცლისტრავმა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.