სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

კრიპტორქიზმი - სათესლე ჯირკვლის გაჩერება მუცლის ღრუში ან საზარდულის არეში. მუცელშიგა განვითარების IV თვეზე სათესლე ჯირკვალი მთლიანად ფორმირებულია; მეხუთე თვეზე იგი აღწევს საზარდულის არხის შიგა ხვრელს, VII-VIII თვეზე – სათესლე პარკის ძირს. ახალშობილების 95%-ში იგი იკავებს ნორმალურ მდებარეობას, ერთი თვის შემდეგ ნორმალური მდებარეობა აღინიშნება ახალშობილთა 99%-ში. კრიპტორქიზმის შემთხვევების 1/3 ატარებს ცრუ ხასიათს: მოძრავი სათესლე ჯირკვალი ადვილად გადაინაცვლებს საზარდულის არხში, გამოკვლევისას იგი თავისუფლად ეშვება სათესლე პარკში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სათესლე პარკში სათესლე ჯირკვალი არ არის. თუკი სათესლე პარკში მოისინჯება ერთი სათესლე ჯირკვალი, მაშინ

კრიპტორქიზმი

მეორე მდებარეობს გარეთა ხვრელთან, ან სათესლე პარკის ძირში; ჩვეუელებრივ იგი ატროფირებულია. ხშირად ვლინდება სპემატოგენეზის დაქვეითება. შემთხვევათა 25%-ში აღინიშნება საზარდულის თიაქარი. ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლის მალიგნიზაციის საშიშროება 14-ჯერ მეტია, ვიდრე ჩამოსულისა, და შეადგენს შემთხვევათა 3,6%-ს.

მკურნალობა. სიცოცხლის პირველ 2 წელიწადს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა. ამგვარი მკურნალობის ეფექტურობა არ აღემატება 20%-ს. ეფექტის არარსებობისას ტარდება ოპერაცია – სათესლე ჯირკვლის ჩამოყვანა სათესლე პარკში, მისი ფიქსაციითა და ჰერნიოპლასტიკით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 720 times by 392 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka