ლალი დათეშიძე
კუჭისა და თორმეტგოჯას პენეტრირებადი წყლული – წყლულის ჩაღწევა მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებში. გამოყოფენ პენეტრაციის 3 სტადიას: წყლულის გაღწევა ორგანოს კედლის ყველა შრის გავლით, ფიბროზული შეხორცების სტადია და დასრულებული პენეტრაციის სტადია.
კლინიკური სურათი დამოკიდებულია წყლულისა და იმ ორგანოს ლოკალიზაციაზე, რომელშიც იგი პენეტრირდება. კუჭის წყლულები ჩვეულებრივ პენეტრირდება მცირე ბადექონში, ამასთან აღინიშნება გამოხატული ტკივილის სინდრომი, რომელიც ცუდად ექვემდებარება კონსერვატიულ თერაპიას; ტკივილის კავშირი საკვების მიღებასთან მკაფიოდა არაა გამოხატული. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები ხშირად პენეტრირდებიან კუჭქვეშა ჯირკვალში; ტკივილი ირადირებს წელის არეში, აღინიშნება ჰიპერამილაზემია. წყლულის პენეტრაციამ ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგში შესაძლოა გამოიწვიოს მექანიკური სიყვითლის განვითარება. კუჭის წყლულები ზოგჯერ პენეტრირდებიან მუცლის კედელში (იშვიათად); კუჭის კარდიული და სუბკარდიული ნაწილის წყლულების პენეტრაცია მცირე ბადექონში ზოგჯერ განაპირობებს სტენოკარდიული ხასიათის ტკივილების წარმოქმნას. დიაგნოსტიკაში გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს: რენტგენოლოგიური გამოკვლევასა და ფიბროგასტროსკოპიას (ღრმა წყლულოვანი დეფექტი).
გართულებები: წყლულის პერფორაცია თავისუფალ მუცლის ღრუში, დიფუზური პერიტონიტის განვითარება, პროფუზული სისხლდენა მცირე ბადექონის მსხვილი სისხლძარღვებიდან ან კუჭქვეშა -თორმეტგოჯა არტერიიდან.
მკურნალობა ოპერაციულია. ითვალისწინებენ წარმოქნილი გართულებების სიმძიმესა და სიხშირეს, კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობას.
პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: წყლულოვანი დაავადების დროული ადეკვატური მკურნალობა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 973 times by 526 viewers



