სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

სწორი ნაწლავის ფისტულები – პათოლოგიურად წარმოქმნილი გასავლები სწორი ნაწლავის კედელში, ჩვეულებრივ მორგანის კრიპტების არეში, რომლებიც მთავრდებიან სწორი ნაწლავის ირგვლივ ქსოვილში ან იხსნებიან უკანა ტანის ირგვლივ კანზე.

სიმპტომები, მიმდინარეობა. გარეთა ფისტულების დროს დუნდულოებზე ან უკანა ტანის მიდამოში კანზე აღინიშნება ერთი ან რამდენიმე წერტილოვანი ხვრელი, საიდანაც მუდმივად ან პერიოდულად ხდება  ლოროწოს ან ჩირქის გამოყოფა. ხვრელების ირგვლივ აღინიშნება გარემომცველი ქსოვილების მაცერაცია. სწორი ნაწლავის გამოკვლევით ისინჯება ხვრელი ერთ – ერთი კრიპტის მიდამოში (ფისტულის შიგნითა ხვრელი). არასრული შიგნითა ფისტულის დროს ავადმყოფები აღნიშნავენ უცხო სხეულის გრძნობას უკანა ტანში, ტკივილს, პერიოდულად ლორწოსა და ჩირქის გამოყოფას სწორი ნაწლავიდან.  ფისტულიდან გამოდენის შეფერხების შემთხვევაში წარმოიქმნება მწვავე ანთებითი პროცესის რეციდივი, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით (ტკივილი, ტემპერატურის მომატება, შემცივნება და სხვ.). ფისტულები მიდრეკილები არიან შეხორცებისაკენ და არ ექვემდებარებიან კონსერვატიულ მკურნალობას.

მკურნალობა ქირურგიულია. პროგნოზი კეთილსაიმედოა, განსაკუთრებით კვალიფიციური ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”

Viewed 887 times by 370 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka