ლალი დათეშიძე
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია – დაავადება ვითარდება ხანში შესულ და მოხუცებულობით ასაკში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების საწყის (პირველ) სტადიაში ავადმყოფები უჩივიან შარდვის გახშირებასა და გაძნელებას, განსაკუთრებით ღამით. შარდვის დროს ავადმყოფს არ შეუძლია თავიდანვე დაცალოს ბუშტი, ამისთვის მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხდება გაჭინთვა. შარდის ნაკადი დუნეა, პერიოდულად წყდება კიდეც. დაავადების მეორე სტადიაზე შარდვის მხრივ დარღვევები სულ უფრო
ძლიერდება, შარდვა ხდება უფრო ხშირი, ავადმყოფს ღამით რამდენჯერმე უხდება საწოლიდან წამოდგომა. შარდის ბუშტის ბოლომდე არ იცლება, მოშარდვის შემდეგ რჩება შარდის მცირე რაოდენობა (ნარჩენი შარდი), რის გამოც რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ ჩნდება მოშარდვის სურვილი. პერიოდულად ვითარდება შარდის შეკავება და შარდის ბუშტის გაჭიმვა. დაავადების მესამე სტადიაში დროგამოშვებით ვლინდება შარდის უფრო მნიშვნელოვანი შეკავება და შარდის ბუშტის გაჭიმვა. ბუშტის ზედმეტად გაჭიმვის შედეგად შარდი გამოიყოფა წვეთ – წვეთობით, უნებლიედ. წინამდებარე ჯირკვლის რექტალურად გასინჯვის შედეგად ვლინდება მისი მკვრივი კონსისტენცია, გადიდება და პრიალა ზედაპირი.

მკურნალობა. დაავადების საწყის სტადიაში აუცილებელია დიეტის დაცვა. აკრძალულია ცხარე, გამაღიზიანებელი საკვები, ტკბილეულობა. დაავადების მოგვიანებით სტადიაში ტარდება შარდის ბუშტის სისტემატური კათეტერიზაცია და გამორეცხვები. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.geoanswer.net/
Viewed 560 times by 284 viewers



