ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
ალვეოლიტი – ამოღებული კბილის ალვეოლის (კბილბუდის) კედლის ანთება.
ეტიოლოგია. ინფექცია, ექსტრაქციული ტრავმა.
პათოგენეზი. სისხლის შენადედის დესტრუქცია ექსტრაქციულ ჭრილობაში, ასევე კბილის ამოღებამდე მის ბუდეში განვითარებული პათოლოგიური პროცესის პროგრესირება.
სიმპტომები. ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მომატება 37,50 C -მდე, ლპობითი სუნი. კბილბუდისირგვლივი ღრძილი ჰიპერემიული და შეშუპებულია, სისხლის შენადედი გალღობილია, ბუდე ღიაა. რენტგენოლოგიურად ვლინდება ძვლისა და კბილის ნამსხვრევები.
მკურნალობა. ბუდის გამოფხეკა, მისი დამუშავება წყალბადის ზეჟანგით, პროტეოლიზური ფერმენტებით, დრენირება. ხშირად საჭირო ხდება განმეორებითი გამოფხეკა. ინიშნება ფიზიოთერაპია. პროგნოზი კეთილსაიმედოა. არაიშვიათად კბილის ბუდის ტკივილი გრძელდება 2-3 კვირა. პროფილაქტიკა: კბილის ატრავმული ამოღება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
___________________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…..
Viewed 1086 times by 559 viewers



