სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი – ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა ან სრული უმოძრაობა.

ეტიოლოგია. ინფექციური ართრიტები, ტრავმა, მათ შორის სამშობიარო. პათოგენეზი. სასახსრე ზედაპირების ძვლოვანი ან ფიბროზული შეხორცება, რომელიც დაკავშირებულია სახსრის ხრტილის დაზიანებასთან ვითარდება ნელა – თვეების, წლების განმავლობაში.

სიმპტომები. ყბების მყარი მოკრუნჩხვა, სრული ან ნაწილობრივი, ჩვეულებრივ ცალმხრივი. ქვედა ყბის დეფორმაცია მით მეტადაა გამოხატული, რაც უფრო ადრე მოხდა ანკილოზის ფორმირება. აღინიშნება ქვედა ყბის ტოტისა და სხეულის დამოკლება დაზიანებულ მხარეზე. ნიკაპი გადანაცვლებულია დაზიანებულ მხარეზე და უკან. ორმხრივი ანკილოზის დროს აღინიშნება მიკროგენია (,,ჩიტის სახე”). ქვედა ყბის კუთხეები წამოწეულია. კბილის რკალები დეფორმირებულია, დარღვეულია არტიკულაცია; აღინიშნება დიდი რაოდენობით კბილის ქვა, გვერდითი კბილები დახრილია. არაიშვიათად შენარჩუნებულია სარძევე კბილები. საკვების მიღება გაძნელებლია. რენტგენოგრამაზე სახსრის ელემენტები ვერ დიფერენცირდება.

მკურნალობა ოპერაციულია – ქვედა ყბის ტოტის ოსტეოტომია. ოპერაციის შემდგომ პერიოდში – მექანოთერაპია. ფიბროზული ანკილოზის დროს შესაძლოა მოხდეს ყბის იძულებითი გაშლა.
პროგნოზი. ძვლოვანი ანკილოზები იწვევენ მყარ დეფორმაციებსა და ყბის ფუნქციის დარღვევებს; ფიბროზული ანკილოზის დროს პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა:ართრიტების რაციონალური თერაპია, სამშობიარო ტრავმის თავიდან აცილება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

_____________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

Viewed 1031 times by 526 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka