სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტი – საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთებითი ან ანთებით – დისტროფიული დაავადება.

ეტიოლოგია. ტრავმა, მათ შორის ოკლუზიური, ინფექცია, – ხშირად ზოგადი – რევმატიზმი, გონორეა, ქუნთრუშა, წითელა და ადგილობრივი – ყბის ოსტეომიელიტი, პაროტიტი, ოტიტი, მასტოიდიტი და ა. შ. პათოგენეზი. ჰემატოგენურ-მეტასტაზური ან კონტაქტური ინფიცირება, ანთება სასახსრე ჩანთაში, შემდეგ სასახსრე ხრტილისა და მენისკის დესტრუქცია.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მსუბუქ შემთხვევებში – ტკივილი, რომელიც ძლიერდება ყბის მოძრაობის დროს, მცირეოდენი შეშუპება ყურის წინა სახურის არეში; პალპაცია მტკივნეულია. ჩირქოვანი ანთების დროს წარმოიქმნება ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა ყურში, საფეთქელში;  ტკივილის გამო შეუძლებელია პირის გაღება; მატულობს სხეულის ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება, ზოგჯერ ინტოქსიკაცია. ქრონიკული მიმდინარობის დროს ვლინდება უძრაობა, სახსრის ტკაცანი ყბის მოძრაობის დროს, უსიამოვნო შეგრძნებები. პერიოდულად აღინიშნება გამწვავებები.

მკურნალობა. სიმშვიდე, სითბო, ინტრა- და პერიარტიკულურად ანტიბიოტიკები და სხვ.. პროცესის პროგრესირებისა და დაჩირქების დროს  ნაჩვენებია ართროტომია, ქრონიკული ართრიტის დროს – ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ინდუქტოთერმია, სამკურნალო ტალახი). სპეციფიკური ართრიტების დროს ინიშნება შეასაბამისი მკურნალობა. ანკილოზითა და კონტრაქტურებით გართულების დროს მკურნალობა ქირურგიულია.

პროგნოზი. მსუბუქი მწვავე ფორმები გაივლის უკვალოდ, გამოხატული ფორმები იწვევენ მადეფორმირებელ ართრიტს. სახსრის ძვლოვანი ზედაპირის გაშიშვლების დროს – ანკილოზს. პროფილაქტიკა ითვალისწინებს არტრიკულაციური ტრავმის დროულ ლიკვიდაციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

____________________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

….

Viewed 780 times by 394 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka