ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
კბილის ქვა - კიროვანი ჩალაგებები კბილებში.
პათოგენეზი. კბილის ყელზე მუკოპოლისაქარიდული ნადების ფიქსაცია და მისი გაჟღენთა ნერწყვის მინერალური მარილებითა და მიკროორგანიზმებით; ნერწყვის წებვადობის მომატება; გარკვეული მნიშვნელობა აქვს ღეჭვის დროს კბილების თვითწმენდის შესუსტებას.

სიმპტომები: სანერწყვე ჯირკვლებთან ახლომდებარე კბილების ყელზე ნადებების წარმოქმნა. თავდაპირველად ქვა ფაშარია, სუსტად პიგმენტირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში მკვრივდება და პიგმენტირდება. ღრძილქვეშა ქვა შავი ფერისაა, თხელი ფენით ფარავს კბილის გაშიშვლებულ ყელს და წარმოიქნება ღრძილის ანთების დროს. კბილის ქვის გაჩენას ხელს უწყობს ღრძილების ანთება.
მკურნალობა – კბილის ქვის მოცილება სპეციალური ინსტრუმენტით ან ულტრაბგერით. პროფილაქტიკა – უხეში საკვების გამოყენება, ავადმყოფი კბილების მკურნალობა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
__________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 829 times by 501 viewers



