კბილის ქვა dental calculus
კბილის ქვა – კიროვანი ჩალაგებები კბილებში.
კბილის ქვა – პათოგენეზი. კბილის ყელზე მუკოპოლისაქარიდული ნადების ფიქსაცია და მისი გაჟღენთა ნერწყვის მინერალური მარილებითა და მიკროორგანიზმებით; ნერწყვის წებვადობის მომატება; გარკვეული მნიშვნელობა აქვს ღეჭვის დროს კბილების თვითწმენდის შესუსტებას.
კბილის ქვა – სიმპტომები: სანერწყვე ჯირკვლებთან ახლომდებარე კბილების ყელზე ნადებების წარმოქმნა. თავდაპირველად ქვა ფაშარია, სუსტად პიგმენტირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში მკვრივდება და პიგმენტირდება. ღრძილქვეშა ქვა შავი ფერისაა, თხელი ფენით ფარავს კბილის გაშიშვლებულ ყელს და წარმოიქნება ღრძილის ანთების დროს. კბილის ქვის გაჩენას ხელს უწყობს ღრძილების ანთება.
კბილის ქვა – მკურნალობა – კბილის ქვის მოცილება სპეციალური ინსტრუმენტით ან ულტრაბგერით. პროფილაქტიკა – უხეში საკვების გამოყენება, ავადმყოფი კბილების მკურნალობა.
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კბილის ქვა – დენტოლითიაზისი, მკვრივი დანალექი კბილებზე; შედგება ორგანული ფუძისა (საჭმლის ნარჩენები, მიკროორგანიზმები, გარქოვანებული ეპითელიუმის უჯრედები და სხვ.) და მარილებისაგან (ძირითადად ფოსფორმჟავა კალციუმისაგან), რომლებიც ნერწყვიდან ილექება კბილებზე. უმეტესად ჩნდება კბილების ცუდი მოვლის შედეგად. კბილების ქვა იწვევს ღრძილების ანთებას (გინგივიტს). კბილის ფესვების გაშიშვლებას, კბილების მორყევას და სხვ. პროფილაქტიკა: ღეჭვის ჰიგიენა (საკვები ყველა კბილით უნდა იღეჭებოდეს), კბილების გაწმენდა ჯაგრისით, წელიწადში 1 – 2 – ჯერ სტომატოლოგთან კბილის ქვის მოცილება. [“1”] – კიროვანი ჩანართი კბილებში. პათოგენეზი. კბილის ყელზე მუკოპოლისაქარიდული ნადების ფიქსაცია და მისი გაჟღენთა ნერწყვის მინერალური მარილებით და მიკროორგანიზმებით; ნერწყვის წებვადობის მომატება; გარკვეული მნიშვნელობა აქვს ღეჭვის დროს კბილების თვითწმენდის შესუსტებას. სიმპტომები: სანერწყვე ჯირკვლებთან ახლომდებარე კბილების ყელზე ჩალაგებების წარმოქმნა. თავდაპირველად ქვა ფაშარია, სუსტად პიგმენტირებულია, მაგრამ დროთა განმავლობაში მკვრივდება და პიგმენტირდება. ღრძილქვეშა ქვა შავი ფერისაა, თხელი ფენით ფარავს კბილის გაშიშვლებულ ყელს და წარმოიქნება ღრძილის ანთების დროს. კბილის ქვის გაჩენას ხელს უწყობს ღრძილების ანთება. მკურნალობა – კბილის ქვის მოცილება სპეციალური ინსტრუმენტით ან ულტრაბგერით. პროფილაქტიკა – მკვრივი საკვების გამოყენება, ავადმყოფი კბილების მკურნალობა. (2)