ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
დისპიტუიტარიზმი – ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დისფუნქცია, რომელიც ხასიათდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონისა და ზრდის ჰორმონის სეკრეციის მომატებით, თირეოტროპული და გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის მოშლით; აღინიშნება პუბერტულ პერიოდში.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ინფექციები, ტრავმები, სიმსუქნე ადრეული ბავშვობის ასაკიდან, ფიზიკური დატვირთვების შემცირება, სპორტით სისტემატური მეცადინეობების შეწყვეტა. ამ ფონზე ნეიროენდოკრინული სისტემის ასაკობრივი ფიზიოლოგიური აქტივაცია იწვევს მის დისფუნქციას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება თანაბარი სიხშირით ბიჭუნებსა და გოგონებში, უპირატესად 15-18 წლის ასაკში. დამახასიათებელია ტანმაღლობა, უფრო ხშირად ბიჭუნებში (ზოგჯერ სუბგიგანტიზმი), II-III ხარისხის სიმსუქნე. გულმკერდის, ბარძაყის, მხრების კანზე აღინიშნება მრავლობითი ვარდისფერი ან წითელი ფერის ზოლები, ხშირად მოკლე, ზედაპირული. სქესობრივი განვითარება შესაძლებელია იყოს ნორმალური, დაჩქარებული ან შენელებული; ვლინდება სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია) ბიჭუნებში და მენსტრუალური ციკლის დარღვევები გოგონებში. ხშირია აგრეთვე ტრანზიტორული ჰიპერტენზია (ხშირად ბიჭუნებში). თავის ქალას რენტგენოგრამით ვლინდება ქალაშიდა ჰიპერტენზიის ნიშნები, ტვინის მაგარი გარსის გაკირვის უბნები თურქული კეხის მიდამოში; ეეგ-ზე – შუამდებარე ტვინისა და დიენცეფალური მიდამოს არასპეციფიკური სტრუქტურების ფუნქციის დარღვევის მიშნები. ავადმყოფთა ნაწილს დარღვეული აქვს გლუკოზისადმი ტოლერანტობა, გაძლიერებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციები, ადგილი აქვს ჰიპერინსულინიზმს. სინდრომის მიმდინარება ჩვეულებრივ კეთილვისებიანია.
მკურნალობა. დიეტა დაბალი კალორიულობით და მომატებული ფიზიკური დატვირთვა; სტაციონარში ინიშნება სპეციალური დიეტა (1200-1500 კკალ; 80-100 გ ცილა, 70-80 გ ცხიმი, 80-120 გ ნახშირწყალი), ანორექსიული პრეპარატები და სხვ. სიმსუქნის მკურნალობა წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონული დაავადების, უნაყოფობის განვითარების ერთგვარ პროფილაქტიკას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1428 times by 686 viewers



