Tag Archives: დისპიტუიტარიზმი

დისპიტუიტარიზმი პუბერტატული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისპიტუიტარიზმი პუბერტატული – (dyspituitarismus; ბერძ. dys – მოშლა + ლათ. Pituitaria ჰიპოფიზი) ნეიროენდოკრინული სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებთან და ხასიათდება ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზისა და სხვ. ენდოკრინული ჯირკვლების ფიზიოლოგიური აქტივობის გადახრებით. დაავადების ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ინფექციები, ტონზილექტრომია, თავის ტრავმა, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი, ფიზიკური დატვირთვის მკვეთრად შემცირება და სხვ.

Read More

დისპიტუიტარიზმი

დისპიტუიტარიზმი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დისპიტუიტარიზმი ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დისფუნქცია, რომელიც ხასიათდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონისა და ზრდის ჰორმონის სეკრეციის მომატებით, თირეოტროპული და გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის მოშლით; აღინიშნება პუბერტულ პერიოდში.

დისპიტუიტარიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ინფექციები, ტრავმები, სიმსუქნე ადრეული ბავშვობის ასაკიდან, ფიზიკური დატვირთვების შემცირება, სპორტით სისტემატური მეცადინეობების შეწყვეტა. ამ ფონზე ნეიროენდოკრინული სისტემის ასაკობრივი ფიზიოლოგიური აქტივაცია იწვევს მის დისფუნქციას.

Read More