ენდემური ჩიყვი endemic [adenomatous] goiter

ლალი დათეშიძე

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ენდემური ჩიყვი – გარკვეული გეოგრაფიული რაიონების მცხოვრებთა დაავადება, რომელიც ვითარდება გარემოში იოდის უკმარისობის შედეგად; ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. იოდის უკმარისობა ნიადაგში, წყალში, საკვებ პროდუქტებში, ასევე იმ საკვები პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ თირეოსტატიკური მოქმედების ნივთიერებებს. ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც განპირობებული არ არის გარემოში იოდის დეფიციტით, ნიშანია სპორადული ჩიყვისა (იოდის ინტრათირეოიდული ცვლისა და თირეოიდული ჰორმონების ბიოსინთეზის გენეტიკური დარღვევები).

სიმპტომები. განასხვავებენ დიფუზურ, კვანძოვან და შერეულ ფორმებს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შესაძლებელია იყოს დაქვეითებული, ან მომატებული, ან საერთოდ დარღვეული არ იყოს. ბავშვობიდან განვითარებული ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის ერთ – ერთი გამოვლინებაა კრეტინიზმი (ჰიპოთირეოზის შერწყმა გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებასთან ერთად). ჩიყვის მნიშვნელოვანი ზომების დროს ვლინდება კისრის ორგანოების მიჭყლეტის სიმპტომები, სუნთქვის გაძნელება, დისფაგიის მოვლენები, ხმის ჩახლეჩა. მკერდუკანა მდებარეობისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ბრონქებზე, ზედა ღრუ ვენაზე, საყლაპავზე ზეწოლას. წინა შუასაყარში ჩიყვის მდებარეობისას (მკერდშიგა ჩიყვი) დიაგნოზი დგინდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით.

მკურნალობა. დიფუზური ფორმის დროს, რომელიც მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომების გარეშე, ინიშნება სათანადო მკურნალობა. კვანძოვანი ან შერეული ჩიყვის დროს, კისრის ორგანოებზე ზეწოლის, ასევე ჩიყვის მკერდუკანა მდებარეობის დროს  ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

11-2პროფილაქტიკა. იოდიზირებული სუფრის მარილის მიღება.

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988