სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ჰიპოთირეოზი (მიქსედემა) – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის უკმარისობით; ხასიათდება ნერვულ-ფსიქიკური დარღვევებით, ნოვთიერებათა ცვლის მოშლით, სახის, კიდურებისა და ტანის შეშუპებებით, ბრადიკარდიით; ჰიპოთირეოზის მკვეთრად გამოხატულ ფორმას უწოდებენ მიქსედემას.

ეტიოლოგია. პირველადი ჰიპოთირეოზის დროს ადგილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის უშუალო დაზიანებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიებით, ინფექციებით, ავტოიმუნური პროცესებით, ოპერაციებით, გარემოში იოდის უკმარისობით და სხვ; მეორადი ჰიპოთირეოზი ვითარდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის ინფექციური, სიმსივნური ან ტრავმული დაზიანების შედეგად. დაავადების პერიფერიული ფორმა განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების პერიფერიული მეტაბოლიზმის დარღვევებით ან  თირეოიდული ჰორმონების მიმართ ორგანოებისა და  ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითებით.

პათოგენეზი. თირეოიდული ჰორმონების სეკრეციის დაქვეითება, რაც იწვევს ნივთერებათა ცვლის პროცესების შენელებას.

სიმპტომები: პირველადი ჰიპოთირეოზი შედარებით ხშირია ქალებში. დამახასიათებელია მცივანობა, ძილიანობა, მოდუნება, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების, მოძრაობის შენელება, სწრაფად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ართრალგიები, სახისა და კიდურების შეშუპება, რასაც აქვს დამახასიათებელი ხასიათი. კანი მშრალია, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერით. ენა გასქელებულია; აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, თავზე თმის დაცვენა და მათი მტვრევადობა. სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ყაბზობა, ბრადიკარდია, გულის ტონების მოყრუება, იშვიათად გულის შეკუმშვების ნორმალური სიხშირე, ზოგჯერ ტაქიკარდია. ავადმყოფთა 10-20%-ს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც როგორც წესი, ქვეითდება ან ქრება თირეოდული პრეპარატებით თერაპიის ფონზე. ცვლილებები ეკგ-ზე: კბილების დაბალი ვოლტაჟი, პარკუჭოვანი კოპლექსის ცვლილებები. ავტოიმუნური გენეზის პირველადი ჰიპოთირეოზი შესაძლოა შეუღლდეს სხვა პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების პირველად უკმარისობასთან: თირკმელზედა ჯირკვლების (შმიდტის სინდრომი), ფარისებრახლო, კუჭქვეშა ჯირკვლის. ხშირად ვითარდება ჰიპოქრომული რკინადეფიციტური ანემია. ზოგიერთ ავადმყოფთან ვლინდება პირველადი ჰიპოთირეოზის, ლაქტორეისა და ამენორეის განვითარება. მეორადი ჰიპოთირეოზი ჩვეულებრივ შერწყმულია ჰიპოფიზის რამდენიმე ან ყველა ფუნქციის დაქვეითებასთან ან გამოვარდნასთან (პანჰიპოპიტუიტარიზმი). სიმპტომატიკის გამოხატულება და დაავადების განვითარების სისწრაფე დამოკიდებულია თირეოიდული უკმარისობის ხარისხზე და ავადმყოფის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. პირველადი ჰიპოთირეოზის დროს აღინიშნება თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატება, ხოლო მეორადის დროს მისი  დაქვეითება სისხლში, ასევე ჰიპერქოლესტერინემია, ლიპოპროტეიდების მაღალი დონე. დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, განსაკუთრებით ფარული ფორმების დროს, აქვს სინჯს თიროლიბერინთან. ჰიპოფიზური გენეზის მეორადი ჰიპოთირეოზის დროს თირეოტროპული ჰორმონის რეაქცია თიროლიბერინზე არ აღინიშნება. პირველადი ჰიპოთრეოზის დროს ხშირად მომატებულია პროლაქტინის დონე.

მკურნალობა. ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით ან სინთეზური თირეოიდული ჰორმონებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3540 times by 1975 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka