ვულვის, საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია leukoplakia vulvae, cervical leukoplakia
ვულვის, საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია – გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების დაზიანება; ხასიათდება მფარავი ეპითელიუმის სხვადასხვა ხარისხის გაქელებითა და გარქოვანებით. ვლინდება გარეთა სასქესო ორგანოებსა და საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილზე თეთრი ლაქების წარმოქმნით, რომელიც არ სცილდება ბამბის ტამპონით.
ვულვის, საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია – სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ვულვის ლეიკოპლაკიის დროს აღინიშნება ქავილი, ნაკაწრების წარმოქმნით. არაიშვიათად შერწყმულია კრაუროზთან. საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია ხშირად დიაგნოსტირდება საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერების დროს. დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ ბიოფსიასა და კოლპოსკოპიას.
ვულვის, საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია – მკურნალობა.ვულვის ლეიკოპლაკიის დოს რეკომენდებულია დიეტის დაცვა; გამოიყენება ჰიდროთერაპია, სედატიური საშუალებები, მალამოები და სხვ.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988







