ვულვის, საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია

ვულვის, საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების დაზიანება; ხასიათდება მფარავი ეპითელიუმის სხვადასხვა ხარისხის გაქელებითა და გარქოვანებით. ვლინდება გარეთა სასქესო ორგანოებსა და საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილზე თეთრი ლაქების წარმოქმნით, რომელიც არ სცილდება ბამბის ტამპონით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ვულვის ლეიკოპლაკიის დროს აღინიშნება ქავილი, ნაკაწრების წარმოქმნით. არაიშვიათად შერწყმულია კრაუროზთან. საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია ხშირად დიაგნოსტირდება საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერების დროს. დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ ბიოფსიასა და კოლპოსკოპიას.

მკურნალობა

ვულვის ლეიკოპლაკიის დოს რეკომენდებულია დიეტის დაცვა; გამოიყენება ჰიდროთერაპია, სედატიური საშუალებები, მალამოები და სხვ. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვულვის, საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია – წარმოადგენს კიბოს წინა დაავადებებს; დამახასიათებელია ჰიპერ –  და პარაკერატოზის მოვლენები სკლეროზული პროცესის შემდგომი განვითარებით, გარეთა სასქესო ორგანოებზე და საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილზე თეთრი ლაქების წარმოქმნით, რომელიც არ სცილდება ბამბის ტამპონით. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ვულვის ლეიკოპლაკიის დროს აღინიშნება ქავილი, ნაკაწრების წარმოქმნით. არაიშვიათად შერწყმულია კრაუროზთან. საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია ხშირად დიაგნოსტირდება საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას სარკეების დახმარებით. დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ ბიოფსიასა და კოლპოსკოპიას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.