სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

გინეკოლოგიური დაავადებები

ოოფორიტი – საკვერცხეების ანთება, რომელიც ხშირად შერწყმულია საშვილოსნოს მილების ანთებასთან. გამომწვევებია სტაფილო-, სტრეპტოკოკები, ეშერიხიები, გონოკოკები, ტუბერკულოზის მიკობაქტერიები და სხვა მიკრობები. უმრავლეს შემთხვევებში საკვერცხეები ზიანდება ხდება მეორადად, სალპინგიტის შედეგად. ხდება ანთებითად შეცვლილი საშვილოსნოს მილის შეხორცება საკვერცხესთან, წარმოიქმნება ერთიანი ანთებითი კონგლომერატი. საშვილოსნოს მილში ჩირქის წარმოქმნა იწვევს საკვერცხის ქსოვილის გალღობას, ტუბოოვარიული ანთებითი წარმონაქმნის განვითარებით (პიოსალპინქსი და პიოოვარი).

სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ დაავადების მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიას. მწვავე ანთება ვლინდება ტკივილით მუცლის ქვევით და წელის არეში, მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, დიზურიული დარღვევებით, პერიტონეალური მოვლენებით, საკვერცხეების ფუნქციის მოშლით. ქრონიკულ სტადიაში ავადმყოფებს აწუხებთ ტკივილი მუცელში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები (მეტრორაგიები). ხშირად აღინიშნება ფუნქციური ხასიათის მეორადი უნაყოფობა. მწვავე სტადიაში საშვილოსნოს დანამატები ცუდად პალპირდება მათი შეშუპებისა და მტკივნეულობის გამო. ქრონიკულ სტადიაში დანამატები გადიდებული და მტკივნეულია, მდებარეობენ საშვილოსნოს უკან, აქვთ ელასტიკური ან მკვრივი კონსისტენცია, პალპაციით მგრძნობიარენი.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება საშვილოსნოს სუბსეროზულ მიომასთან, საკვერცხის სიმსივნეებთან, საშვიოსნოსგარეთა ორსულობასთან.

მკურნალობა დამოკიდებულია ანთების ეტიოლოგიასა და სტადიაზე. მწვავე პროცესში მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ქრონიკულ სტადიაში ნაჩვენებია ფიზიოთერაპია და ბალნეოთერაპია. კონსერვატული მკურნალობა წარუმატებელია, ხოლო საშვილოსნოს დანამატები გადიდებულია (საქტოსალპინქსი), ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. გონორეული და ტუბერკულოზური ოოფორიტები ექვემდებარებიან სპეციფიკურ მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1669 times by 820 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka