ლალი დათეშიძე
ბალანტიდიაზი – პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებით და მძიმე მიმდინარეობით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია – ბალანტიდია – რომელიც მიეკუთვნება ინფუზორიას, გვხვდება ვეგეტატიური ფორმით და ცისტების სახით, რომელიც მდგრადია გარემოში. ადამიანის დასნებოვნება ხდება ბალანტიდიების მოხვედრისას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც მათ

შეუძლიათ ხანგრძლივად არსებობა, დაავადების გამოწვევის გარეშე. ზოგიერთ ინფიცირებულ პირებში ბალანტიდიები აღწევენ ქსოვილებში, იწვევენ სისხლდენებს, ნეკროზებსა და წყლულებს, რომლებსაც აქვთ არასწორი კონტურები, ფსკერი და დაფარული არიან სისხლიან – ჩირქოვანი ნადებით; შესაძლებელია მოხდეს წყლულის გახვრეტა და პერიტონიტის განვითარება.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების მწვავე ფორმები ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებითა და ნაწლავის დაზიანების ნიშნებით. განავალში აღინიშნება ლორწო და სისხლი. დამახასიათებელია მსხვილი ნაწლავის სპაზმები და მტკივნეულობა, ღვიძლის გადიდება. რექტორომანოსკოპიით ვლინდება კეროვანი ინფილტრაციულ-წყლულოვანი პროცესი. მძიმე მიმდინარეობის დროს აღინიშნება საერთო ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა; ავადმყოფები სწრაფად ხდებიან, ზოგჯერ ვლინდება პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები. ქრონიკული ბალანტიდიაზის დროს ინტოქსიკაციის სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული, სხეულის ტეპერატურა ნორმალურია, დეფეკაციის სიხშირე დღეში არის 2-3-ჯერ, ლორწოს, ზოგჯერ სისხლის შერევით. პალპაციით აღინიშნება ბრმა ნაწლავისა და ასწვრივი კოლინჯის მტკივნეულობა. დიაგნოზის დამადასტურებელია განავალში პარაზიტების აღმოჩენა.
მკურნალობა. ეტიოტროპულ პრეპარატებს ღებულობენ 2-3 დღიანი ციკლები სახით. ციკლებს შორის ინტერვალია 5 დღე.
პროგნოზი თანამეროვე თერაპიის დროს კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა. ჰიგიენური წესების დაცვა; ავადმყოფთა გამოვლენა და მკურნალობა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 991 times by 479 viewers



