სკლეროკისტური საკვერცხეების სინდრომი

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სკლეროკისტური საკვერცხეების სინდრომი ხშირად ვითარდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევების, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქციის ან საკვერცხეების პირველადი დაზიანების დროს (სტეროიდული ჰორმონების ბიოსინთეზის დარღვევა).

ვლინდება სხვადასხვა ხანგრძლივობის ამენორეით (ზოგჯერ ადგილი აქვს აციკლურ სისხლდენას), ჰირსუტიზმითა და ვირილური სინდრომის სხვა გამოვლინებით, სიმსუქნით, უნაყოფობითა და პოლიკისტოზურად შეცვლილი საკვერცხეებით. გვხვდება 20-30 წლის ასაკში.

სკლეროკისტური საკვერცხეების სინდრომი – დიაგნოზი

ეყრდნობა ავადმყოფის ტიპიურ ჩივილებს; გინეკოლოგიური გამოკვლევისას ვლინდება საკვერცხეების ორმხრივი გადიდება. დიაგნოზის დაზუსტება ხდება მცირე მენჯის ორგანოების რენტგენოგრაფიით, ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ლაპარასკოპიით. ჰორმონული  გამოკვლევისას ვლინდება 17-კეტოსტეროიდების (20 მგ/დღეში) და ანდროსტენდიოლის შემცველობის მომატება. ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტები მიუთითებენ ანოვულაციურ ციკლზე.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


სკლეროკისტური საკვერცხეების სინდრომი – მკურნალობა

ყველაზე უფრო ხშირად მიმართავენ საკვერცხის რეზექციას. ოპერაცია ტრადება საშვილოსნოს გამოფხეკის შემდეგ (პათოლოგიურად შეცვლილი ენდომეტრიუმის მოცილება). ინიშნება ოვულაციის მასტიმულირებელი პრეპარატები.

სკლეროკისტური საკვერცხეების სინდრომი – პროგნოზი

ჩვეულებრივ კეთილსაიმედოა – ნორმალური მენსტრუალური ციკლის აღდგენა აღინიშნება ავადმყოფთა 50-60%-ში; ორსულობა შედარებით იშვიათად დგება. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით..

Share this...Share on Facebook
Facebook