ლალი დათეშიძე
მიკოპლაზმოზი – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევენ მიკოპლაზმები. მიმდინარეობს უპირატესად მწვავე რესპირატორული დაავადებისა და პნევმონიის სახით, იშვიათად ზიანდება სხვა ორგანოებიც.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. სასუნთქი ორგანოების დაზიანება განპირობებულია პნევმონიის მიკოპლაზმით. M. hominis და Т-მიკოპლაზმები პარაზიტობენ შარდსასქესო ორგანოებში. მიკოპლაზმები მდგრადია სულფანილამიდური პრეპარატების, პენიცილინის, სტრეპტომიცინის მიმართ, მგრძნობიარენი არიან ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი. ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული ან შარდსასქესო ტრაქტის ლორწოვანი გარსები (მიკოპლაზმის სახეობის მიხედვით), სადაც ვითარდება ანთებითი პროცესი. გამომწვევის გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით ან სქესობრივი კონტაქტის დროს. ორსულებში შესაძლებელია ნაყოფის მუცელშიგა ინიფიცირება.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 4-დან 25 დღემდე (ხშირად 7-14 დღე). ინფექცია მიმდინარეობს მწვავე რესპირატორული დაავადების, მწვავე პნევმონიის, აბაქტერიული ურეთრიტის, გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებების სახით. მიკოპლაზმური მწვავე რესპირატორული დაავადებისათვის დამახასიათებელია ექსუდაციური ფარინგიტი და რინოფარინგიტები. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა სუბფერილურია. მწვავე პნევმონიები იწყება შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. ფიზიკალური და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით მიკოპლაზმური პნევმონიები მცირედ განსხვავდებიან მწვავე ბაქტერიული პნევმონიებისაგან.
დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები; დიაგნოზი ზუსტდება ანტისხეულების ტიტრის მატებით 4-ჯერ და მეტად. შარდსასქესო მიკოპლაზმოზის დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება მიკოპლაზმების გამოყოფა.
მკურნალობა. ინიშნება ანტიბიოტიკები. პნევმონიების დროს ტარდება პათოგენეტიკური თერაპიის მთლიანი კომპლექსი (ოქსიგენოთერაპია, ბრონქოდილატატორები, სამკურნალო ფიზკულტურა და სხვ.).
პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: ავადმყოფები საჭიროებენ იზოლაციას 2-3 კვირით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1976 times by 935 viewers



