მწვავე რესპირატორული დაავადებები

მწვავე რესპირატორული დაავადებები acute respiratory disease

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე რესპირატორული დაავადებები ფართოდ გავრცელებული დაავადებებია; ხასიათდებიან ზოგადი ინტოქსიკაციითა და უპირატესად სასუნთქი გზების დაზიანებით. მიეკუთვნება ანთროპონოზებს, გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი გზით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები; გვხვდება სპორადული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით.

მწვავე რესპირატორული დაავადებები ეტიოლოგია, პათოგენეზი. მწვავე რესპირატორული დაავადებები შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიური აგენტების დიდი რაოდენობით (200 – ზე მეტი). მათ მიეკუთვნება 1. გრიპივირუსები სხვადასხვა ანტიგენური ტიპისა და ვარიანტის; 2. პარაგრიპის ვირუსები – 4 ტიპის; 3. ადენოვირუსები – 32 ტიპი; 4. რეოვირუსები – 3 ტიპი; 5. რინოვირუსები 100 – ზე მეტი ტიპის; 6. კორონავირუსები – 4 ტიპი; 7. რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსი; 8. ენტეროვირუსები – დაახლოებით 70 ტიპის; 9. მარტივი ჰერპესის ვირუსი; 10. მიკოპლაზმები; 11. სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიული აგენტები. ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებები, სადაც წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებები.

მწვავე რესპირატორული დაავადებები – სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ზოგადი ინტოქსიკაციის გამოხატული სიმპტომები, ზედა სასუნთქი გზების უპირატესი დაზიანებითა და კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. განსაკუთრებით გამოხატული ცვლილებების ლოკალიზაცია დამოკიდებულია გამომწვევის სახეობაზე. მაგალითად, რინოვირუსული დაავადებები ხასიათდებიან რინიტით, ადენოივირუსები – რინოფარინგიტით, პარაგრიპი ვლინდება უპირატსად ხახის დაზიანებით, გრიპი – ტრაქეის, რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსული დაავადება – ბრონქების. ზოგიერთი ეტიოლოგიური აგენტები, გარდა რესპირატორული ტრაქტის დაზიანებისა, განაპირობებენ სხვა სიმპტომების წარმოქმნას. ადენოვირუსული დაავადებების დროს შესაძლებლია წარმოიქმნას კონიუნქტივიტები და კერატიტები, ენტეროვირუსული დაავადებების დროს – ეპიდემიური მიალგია, ჰერპანგინა, ეგზანთემა. დაავადების ხანგრძლივობაა 2 – 3 დღიდან 5 – 8 დღემდე. პნევმონიის არსებობისას დაავადება შესაძლებელია გახანგრძლივდეს 3 – 4 კვირა.

მწვავე რესპირატორული დაავადებები – დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება კომპლემენტის შებოჭვის რეაქცია და სხვ. დაავადების ეტიოლოგიის გასაშიფრ სწრაფ მეთოდს წარმოადგენს გამომწვევის აღმოჩენა იმუნოფლუორესცენტული მეთოდით.

მწვავე რესპირატორული დაავადებები – მკურნალობა. მწვავე რესპირატორული დაავადებისას გართულებების გარეშე მკურნალობა ტარდება ბინის პირობებში. ჰოსპიტალიზაცია საჭიროა დაავადების მძიმე ფორმებისა და გართულებების დროს. ანტიბიოტიკები და ქიმიოპრეპარატები ვირუსზე არ მოქმედებენ, ამიტომ მათ ნიშნავენ მიკრობული გართულებების დროს (ოტიტები, პნევმონიები, სინუსიტები და სხვ.). ცხელების პერიოდში აუცილებელია წოლითი რეჟიმი. ინიშნება ვიტამინების კომპლექსი. ხველის შესამცირებლად გამოიყენება ინჰალაციები, ამოსახველებლები; გამოხატული რინიტის დროს ცხვირში აწვეთებენ ეფედრინის 2% – იან ხსნარს, სანორინს და სხვ. საჭიროების მიხედვით ინიშნება სხვა სიმპტომატური საშუალებები. ბავშვებში ცრუ კრუპის განვითარებისას რეკომენდებულია შენობაში ჰაერის დატენიანება, ყელზე თბილი ან ცხელი კომპრესების დადება. ინიშება ქლორალჰიდრატი ასაკობრივი დოზების მიხედვით, ინიშნება აგრეთვე ფენობარბიტალი.

მწვავე რესპირატორული დაავადებები – პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook