ლალი დათეშიძე
რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია – (ლათ. Respiratio სუნთქვა; ლათ. Syncytium სინციტიუმი; infectio დასნებოვნება) რესპირატორულ – ვირუსული ინფექცია, რომლის დროსაც ზიანდება სუნთქვის ორგანოები, უპირატესად მისი ქვედა ნაწილები, ბრონქიტების, ბრონქიოლიტების, პნევმონიების ხშირი განვითარებით. დაავადების გამომწვევია რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსი. გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც გამოყოფს ვირუსს 10 – 14 დღის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი 3 – დან 7 დღემდეა.
კლინიკური გამოვლინებები ვარირებს სასუნთქი გზების მსუბუქი დაზიანებებიდან, მძიმე ბრონქიოლიტებამდე, ბრონქიტებამდე და პნევმონიამდე. უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, აღინიშნება ზედა სასუნთქი გზების მწვავე კატარი, ტემპერატურის მომატების გარეშე, ან სუბფებრილიტეტით. დაავადების ხანგრძლივობა 2 – დან 10 დღემდეა. დაავადების განსაკუთრებით მძიმე ფორმები აღინიშნება წლამდე ასაკის ბავშვებში. დაავადება მათში ვითარდება თანდათანობით, რინიტის მოვლენებს უერთდება ხველა, ზოგჯერ შეტევითი ხასიათის. დაავადების დაწყებიდან 2 – 3 დღეში მდგომარეობა უარესდება პროცესში ბრონქებისა და ფილტვების ჩართვის გამო. მდგომარეობის სიმძიმე განპირობებულია არა ზოგადი ინტოქსიკაციით, არამედ სუნთქვის უკმარისობით. წამყვანი სიმპტომია ქოშინი. ფილტვებში მოისმინება წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი, მატულობს ფილტვების ემფიზემა, ჩნდება ციანოზი, ვითარდება ობსტრუქციული სინდრომის სურათი. ასეთ შემთხვევებში ძნელია გამოირიცხოს პნევმონია, რომელიც წარმოიქმნება ბრონქიოლიტთან ერთად. რიგ შემთხვევებში პროცესს შესაძლოა დაერთოს კრუპის სინდრომი.
მკურნალობა ძირითადად სიმპტომატურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
პროგნოზი დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 2255 times by 1012 viewers



