ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო.
ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებასა და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ტრავმის შემდეგ ვითარდება შოკის ხანმოკლე (5 – 10 წთ) ერექტილური ფაზა, მამოძრავებელი და მეტყველებითი აგზნება, ხშირად მატულობს არტერიული წნევა. შემდეგში აღინიშნება განსხვავებული სიმძიმის ტორპიდული ფაზა: კანისა და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე, ადინამია, ხშირი სუსტი პულსი, არტერიული წნევის დაცემა. მძიმე დაზიანებები, რომლებიც მიმდინარეობენ პროფუზული სისხლდენით, სამედიცინო დახმარების გარეშე შესაძლებელია დამთავრდეს ლეტალობით. რიგ შემთხვევებში (კიდურის იმობილიზაციის დარღვევის დროს ან მასიური სისხლდენის განახლებისას) ვითარდება გვიანი შოკი (ტრავმიდან 2-4 საათის შემდეგ).
გართულებები: შეუქცევადი შოკის სტადია დაგვიანებული ან არარაციონალური მკურნალობისას; ფილტვების, ტვინის შეშუპება, გულის გაჩერება; თირკმელების მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა. პირველი დახმარება – სასუნთქი გზების გათავისუფლება, სისხლდენის დროებითი შეჩერება, ინტრავენურად პლაზმის შემცვლელების გადასხმა, მოტეხილობების ადგილობრივი ანესთეზია, ავადმყოფის სასწრაფო და ფრთხილი ტრანსპორტირება სტაციონარში მწოლიარე მდგომარეობაში. ნარკოტიკები არ შეჰყავთ მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმის გამორიცხვამდე.
პროგნოზი სისტოლური წნევის დაცემისას 60 მმ.ვწყ.სვ-მდე და ქვევით 2-3 საათის განმავლობაში, – სერიოზულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 722 times by 357 viewers



