სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

ნევროზები – ფსიქოგენიების განსაკუთრებით გავრცელებული სახე; ხასიათდება ფსიქიკური დარღვევების პარციალურობით, მათდამი კრიტიკული დამოკიდებულებით, დაავადების შეცნობის შენარჩუნებით, სომატური და ვეგეტატიური დარღვევებით. ნევროზების განვითარება ხდება სხვადასხვანაირად. ხანმოკლე ნევროზულ რეაქციებთან ერთად არაიშვიათად აღინიშნება ასევე მათი გახანგრძლივებული მიმდინარეობაც. ნევროზული რეაქციები წარმოიქმნება შედარებით სუსტ, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედ გამაღიზიანებლით, რომელიც იწვევს მუდმივ ემოციურ დაძაბულობას ან შინაგან კონფლიქტებს. გარდა ფსიქოგენური ზემოქმედებისა, ნევროზების გენეზში დიდი როლი ეკისრება კონსტიტუციურ კუთვნილებას. გამოყოფენ სამ ტიპს: ნევრასთენია, აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი, ისტერია.

ნევრასთენია (ასთენიური ნევროზი). კლინიკურ სურათში პირველ ადგილზეა ასთენიური გამოვლინებები: ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა, გაფანტულობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დასვენების მოთხოვნილება, რომელიც არ იძლევა სრულად აღდგენის შესაძლებლობას. განსკუთრებით ტიპიურია ჩივილი ძალების გამოფიტვაზე, მხნეობის, ენერგიის არარსებობაზე, გუნებ-განწყობის დაქვეითებაზე, სისუსტეზე, ჩვეული დატვირთვების გადაუტანლობაზე. მომატებული ფსიქიკური გამოფიტვა შერწყმულია მეტისმეტ აგზნებასთან, ჰიპერესთეზიასთან. ავადმყოფები თავშეუკავებლები, ფეთქებადნი არიან, მუდმივად უჩივიან შინაგან დაძაბულობას; სატელეფონო ზარები, მცირედი გაურკვევლობა, რომლებიც ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა, იწვევს მძაფრ ემოციურ რეაქციას, რომელიც სწრაფად ქრება და ხშირად მთავრდება ცრემლებით. ყველაზე უფრო ხშირ ნევრასთენულ სიმპტომებს მიეკუთვნება თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მრავალფეროვანი სომატურ-ვეგეტატიური დარღვევები (ჰიპერჰიდროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი ორგანოების, სქესობრივი ფუნქციისა და სხვ. მოშლილობები).

აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი ვლინდება მრავალრიცხოვანი აკვიატებებით, თუმცა თითოეული კონკრეტული ნევროზის სურათი შედარებით მონომორფულია. სხვა სახის ნევროზებთან შედარებით ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. თუკი ამ დროს არ ხდება სიმპტომატიკის მნიშვნელოვანი გაფართოება, მაშინ ავადმყოფები თანდათანობით ეგუებიან ფობიებს, სწავლობენ იმ სიტუაციების თავიდან აცილებას, რომლის დროსაც წარმოიქმნება შიში; ამგვარად დაავადება არ იწვევს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებებს.

ისტერია. უმრავლეს შემთხვევაში კლინიკური სურათი წარმოდგენილია მოძრაობითი და სენსორული, ასევე ვეგეტატიური ფუნქციის დარღვევებით, რომლებიც ახდენენ სომატური და ნევროლოგიური დაავადებების იმტირებას.

მოძრაობითი დარღვევების ჯგუფს მიეკუთვნება, ერთის მხრივ ისტერიული პარეზები და დამბლები, ხოლო მეორეს მხრივ ჰიპერკინეზები, ტიკები, რიტმული ტრემორი, რომელიც ძლიერდება ყურადღების ფიქსაციის დროს და რიგი სხვა უნებლიე მოძრაობები. ნევროზებს მიეკუთვნება აგრეთვე ნერვული ანორექსიის, ენაბლუობის, ენურეზის ზოგიერთი ფორმები.

ნევროზების მკურნალობა კომპლექსურია; მასში შედის თერაპია ფსიქოთერაპიული პრეპარატებით, ფსიქოთერაპია, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები, ფიზიოთერაპია. მედიკამენტოზური თერაპიის დროს ეფექტურია ტრანკვილიზატორები და სხვ. შედარებით მძიმე შემთხვევაში ნაჩვენებია ტრანკვილიზატორების კუნთებში, ხოლო სტაციონარის პირობებში – ინტრავენური წვეთოვანი შეყვანა. ნევროზული რეაქციები უმრავლეს შემთხვევაში შექცევადია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2395 times by 1316 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka