ოლიგოფრენია

ოლიგოფრენია oligophrenia

ოლიგოფრენია თანდაყოლილი ან შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელიც ვლინდება ინტელექტისა და ფსიქიკის განუვითარებლობით. ოლიგოფრენია არა პროგრედიენტული პროცესი, არამედ გადატანილი დაავადების შედეგია. გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი ფასდება რაოდენობრივად ინტელექტუალური კოეფიციენტის დახმარებით, სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტების მიხედვით. ოლიგოფრენიას ხშირად თან ახლავს ფიზიკური განვითარების მანკები.

ოლიგოფრენია – ეტიოლოგია. ოლიგოფრენიის მიზეზები შესაძლოა იყოს: 1. მემკვიდრეობითი ფაქტორები, მათ შორის მშობლების გენერაციული უჯრედების პათოლოგია; 2. ჩანასახისა და ნაყოფის მუცელშიგა დაზიანება; 3. პერინატალური პერიოდში და პირველი 3 წლის განმავლობაში მავნე ფაქტორების მოქმედება.

ოლიგოფრენია – იდიოტია – წარმოადგენს ოლიგოფრენიის ყველაზე ღრმა ხარისხს; ხასიათდება მეტყველებისა და აზროვნების სრული არარსებობით. იდიოტისათვის შეუძლებელია გააზრებული მოქმედება. მათ არ გააჩნიათ თვითმომსახურეობის ელემენტარული ჩვევები.

ოლიგოფრენია – იმბეცილობა – ოლიგოფრენიის საშუალო ხარისხი. იმბეცილები გებულობენ გარშემომყოფთა ლაპარაკს, თვითონ შეუძლიათ წარმოთქვან მოკლე ფრაზები. ზოგიერთს უნარი აქვს შეასრულოს ელემენტარული დათვლითი ოპერაციები, თვითმომსახურეობის ელემენტარული ჩვევები. იმბეცილების ემოციები უფრო დიფერენცირებულია, ისინი მიჯაჭვულნი არიან ახლობლებზე, ადეკვატურად პასუხობენ შექებასა და გაკიცხვას. მათი აზროვნება პრიმიტიულია, მოკლებულნი არიან ინიციატივას, არიან ინერტულნი, საჭიროებენ მუდმივ მოვლასა და მეთვალყურეობას.

ოლიგოფრენია დებილობა – წარმოადგენს ჭკუასუსტობის ყველაზე მსუბუქ ხარისხს. დებილები ამთავრებენ სპეციალურ სკოლას, უნარი აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისა. მათში სჭარბობს აზროვნების კონკრეტულ-აღწერითი ტიპი, მაშინ როდესაც აბსტრაქციის უნარი საერთოდ არ აღენიშნებათ. ზოგიერთი დებილისათვის ზოგადი ფსიქიკური განვითარებისა და აზროვნების მცირე პროდუქტიულობის დროს დამახასიათებელია გარკვეული ნიჭიერება (განსაკუთრებული მექანიკური ან მხედველობითი მეხსიერება, გონებაში რთული არითმეტიკული ოპერაციების შესრულების უნარი და სხვ.).

ოლიგოფრენია მკურნალობა. სპეციფიკური თერაპია ტარდება ოლიგოფრენიის ზოგიერთი სახის დროს, როდესაც დადგენილია ეტიოლოგია.

ფსიქიკური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.