სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

ბოდვითი სინდრომები – ბოდვა ეს არის ცრუ, აბსოლუტურად არაკორექტული, ავადმყოფური მიზეზებით განპირობებული მსჯელობა, რომელიც წარმოიქმნება ადეკვატური გარე მიზეზების გარეშე. ბოდვები აღინიშნება შიზოფრენიის დროს, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული, სისხლძარღვოვანი და ატროფიული დაავადებების, ეპილეფსიის, ფსიქოგენური, სომატური და სხვა ფსიქოზების დროს. ბოდვით სინდრომებს მიეკუთვნება პარანოიალური, პარანოიდული და პარაფრენიული სინდრომები.

პარანოიალური სინდრომი ხასიათდება ინტერპრეტაციული ბოდვით, მიდრეკილია თანდათანობითი გაფართოებისა და სისტემატიზაციისაკენ. ამასთან, მართალია ბოდვის შინაარსში ასახულია ის ურთიერთობები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ჩვეულებრივ სიტუაციებში, ბოდვის ტრუქტურა იქმნება მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებშიც ვლინდება სუბიექტური ლოგიკა ფაქტების ცალმხრივი გააზრებით. კვერულანტური ბოდვის დროს ავადმყოფს აღენიშნება გაუთავებელი ჩივილები. რეფორმატულობისა და გამომგონებლობის ბოდვის დროს მუშავდება სხვადასხვა პროექტები, მუდმივი ძრავის კონსტრუქციები და სხვ. იპოქონდრული ბოდვის დროს აღინიშნება მუდმივად ფაქტების ,,შეპირისპირება”.

პარანოიდული სინდრომი, პარანოიდი წარმოადგენს თვალთვალისა და ზემოქმედებების ბოდვების ერთობლიობას, ფსევდოჰალუცინაციებთან და ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენებთან. ავადმყოფები დარწმუნებულნი არიან, რომ მათზე ვიღაცა ან რაიმე მოვლენა მოქმედებს გარედან ელექტრობის, ატომური ენერგიის, ლაზერის სხივის და სხვ. დახმარებით. ზემოქმედება ხდება მის აზრებზე, გრძნობებზე, ქცევაზე; ავადმყოფის სურვილები, ლტოლვა, ინტერესები და ფიქრები გარშემომყოფთათვის მისაწვდომი ხდება (გახსნილობის სიმპტომი).

პარაფრენიული სინდრომი - ფანტასტიკური ხასიათის ბოდვის შერწყმა დევნის ბოდვასთან, ფსიქიკური ავტომატიზმის სხვადასხვა მოვლენებითა და ზემოქმედებებით. კლინიკურ სურათში სჭარბობს განდიდების მანია, რომელიც ფორმირებულია აწეული გუნებ-განწყობის ფონზე. ავადმყოფები დარწმუნებულნი არიან თავიანთ მაღალ დანიშნულებაში, განსაკუთრებულ მისიაში. ისინი საკუთარ თავს აცხადებენ სამყაროს მფლობელებად, იკუთვნებენ მაღალ ჯილდოებსა და ორდენებს, ,,გააჩნიათ წინასწარგანჭვრეტის ნიჭი”, ,,გენიალური უნარი”; არანაირი წინააღმდეგობა მათი იდეების რელიზაციაში არ არსებობს. პარაფრენიული სინდრომის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცრუ, გამოგონილ მოგონებებს (კონფაბულაციები).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1163 times by 569 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka