ლალი დათეშიძე
თავის ტკივილი (ცეფალგია) – სხვადასხვა დაავადებების ერთ – ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი. უმარავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი სისხლძარღვოვანი გენეზისაა, ანუ განპირობებულია ინტრა- და ექსტრაკრანიალური არტერიების დილატაციით ან სპაზმით: შაკიკის სხვადასხვა ვარიანტები და მასთან მონაცვლე ვაზომოტორული ცეფალგიები, ცერებრულ-ვასკულური დაავადებები და თავის ტკივლი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. თავის ინტენსიური ტკივილი წარმოიქმნება ტვინის გარსების გაღიზიანებისას (მენინგიტები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები).
ცეფალგია, რომელიც განპირობებულია დიდი ზომის ინტრაკრანიული პროცესებით, ხშირად მიმდინარეობს ღებინებით გულისრევის გარეშე. თავის ტკივილი წარმოადგენს პოსტკომოციური სინდრომის მთავარ კომპონენტს. დიდი ჯგუფს შეადგენს თავის ტკივილები ზოგადი ტოქსიკური და მეტაბოლური დაავადებების დროს. თავის ტკივილი თანამგზავრია ყველა ინფექციური დაავადებებისა, რომლებიც მიმდინარეობენ მაღალი ტემპერატურით. როგორც ლოკალური, ასევე დიფუზური თავის ტკივილი ხშირად წარმოიქმნება თვალისა და პარანაზალური სინუსების დაავადებების დროს. თავის ტკივილი კისრის ოსტეოქონდროზის დროს არ შემოიფარგლება მხოლოდ კისრითა და კეფით, არამედ ირადირებს შუბლ-ორბიტულ მიდამოში. თავის ტკივილის ერთ – ერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს ფსიქოგენური ცეფალგიები. მტანჯველი მრავალწლიანი თავის ტკივილი ხშირად წარმოადგენს ფარული დეპრესიის ერთადერთ გამოვლინებას; დეპრესიასთანაა დაკავშირებული ასევე ატიპური სახის ტკივილების თითქმის ნახევარი. შერეულ ჯგუფს წარმოადგენს ასევე დაძაბვის ემოციური გადატვირთვებით განპირობებული თავის ტკივილები; ამასთან პათოგენეტიკური მექანიზმია სკალპის კუნთების სპაზმი.
დიაგნოზი არ წარმოადგენს სირთულეს ტიპიური შაკიკის დროს, ასევე ტრიგემინალური ნევრალგიის, ჰიპერტონული კრიზის და ა. შ. ბევრ შემთხვევაში საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება. თავის ინტენსიური და გახანგრძლივებული ტკივილის ყველა შემთხვევაში აუცლებელია კრანიოგრაფიული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცერებრულ-სპინური სითხის გამოკვლევა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1903 times by 1184 viewers



