ზურგის ტვინის ინსულტი

ზურგის ტვინის ინსულტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ზურგის ტვინის ინსულტი – ზურგის ტვინში სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევა.

ზურგის ტვინის ინსულტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. როგორც წესი, აღინიშნება ზურგის ტვინის ინფარქტები; სისხლჩაქცევები ძალიან იშვიათია. ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს ექსტრასპინალური სისხლძარღვების ოკლუზია, საიდანაც დასაბამს ღებულობს ფესვურ – მედულური არტერიები, ან ინტრამედულური სისხლძარღვების უშუალო დაზიანება აღინიშნება არა უმეტეს 3% – ში. არაიშვიათად სისხლმიმოქცევის დარღვევა უკავშირდება აორტის პათოლოგიას; სხვა მიზეზებია: მიოკარდის ინფარქტი სისტემური არტერიული წნევის დაცემით, ფესვურ – მედულურ არტერიებზე ზეწოლა ვერტებრული ოსტეოქონდროზის ნიადაგზე, ხერხემლისა და ზურგის ტვინისიმსივნეები. უმრავლეს შემთხვევაში ზიანდება წინა სპინალური არტერიის სისტემა, რომელიც სისხლით ამარაგებს ზურგის ტვინის წინა 2/3 .

ზურგის ტვინის ინსულტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინსულტის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ტკივილი ზურგში, რომელსაც მოჰყვება დუნე დამბლა და დაზიანების დონის ქვევით მგრძნობელობის დარღვევა, ასევე მენჯისეული მოშლილობები. იშემიის შედარებით შემოფარგლულ ზონებში შესაძლებელია მოხდეს ბროუნ – სეკარის სინდრომის ფორმირება. წინა და უკანა სპინალური არტერიების სისხლმომარაგების მიდამოს იშემიის დროს კლინიკური სურათი მოგვაგონებს გვერდით ამიოტროფულ სკლეროზს. წარმოქმნილი დარღვევები შესაძლებელია სწრაფად რეგრესირდეს, ზოგჯერ კი ტოვებს მყარ სპინალურ დეფექტს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მიელიტთან, ეპიდურიტთან, ხერხემლის მეტასტაზურ სიმსივნესთან. პროგნოზი დამოკიდებულია გარბილების ზონების მასიურობასა და თანმხლებ დაავადებაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..