ლალი დათეშიძე
თავბრუსხვევა - ავადმყოფის მიერ საკუთარი თავის ან მის გარშემო მყოფი საგნების ბრუნვის, ან შექანების, დაცემის შეგრძნება. ამგვარი სისტემური თავბრუსხვევა დამახასიათებელია ვესტიბულური რეცეპტორების, ვესტიბულური ნერვის ან მისი ბირთვების დაზიანებისათვის. როგორც წესი, სისტემურ თავბრუსხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, მომატებული ოფლიანობა, პულსის სიხშირის ცვლილება, არტერიული წნევის მერყეობა. სისტემური თავბრუსხვევის შეტევები გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. გარდა სუბიექტური დარღვევებისა და ვეგეტატიური მოშლილობებისა, არაიშვიათია ნისტაგმის აღმოჩენა. ვესტიბულური სტრიქტურების ირიტაციის დროს ნისტაგმი მიმართულია დაზიანების კერის მიმართულებით, ხოლო დესტრუქციული პროცესების დროს – საპირისპირო მხარეზე. ბრუნვადი თავბრუსხვევა განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული ლაბირინთის უშუალო დაზიანების დროს – ანთების, ტრავმის, იშემიის, შეშუპების დროს. თავის ტვინის ორგანული დაზიანებით განპირობებული თავბრუსხვევა, ხშირად შერწყმულია დიპლოპიასთან, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზთან, ბულბურ ნიშნებთან. ნისტაგმი ამავე დროს არის მუდმივი და შესაძლებელია იყოს ჰორიზონტალური, ვერტიკალური, როტაციული ან დიაგონალური. თავბრუსხვევა განსაკუთრებით გამოხატულია მენიერის დაავადების დროს. ვესტიბულური ნეირონიტისათვის დამახასიათებელია რამდენიმე დღის განმავლობაში თავბრუსხვევა, ღებინება და წონასწორობის დარღვევა სმენის დარღვევების გარეშე; ამ დაავადების დროს პროცესი ლოკალიზდება ვესტიბულური ანალიზატორის პერიფერიულ ნაწილებში; აღინიშნება ვესტიბულური ნეირონიტის ეპიდემიოლოგიური აფეთქებები მაღალი ტემპერატურით, ტკივილით მუცელში, ზოგჯერ პლეოციტოზით ცერებრულ-სპინურ სითხეში. თავბრუსხვევა და ღებინება დამახასიათებელია ქალას უკანა ფოსოს სიმსივნისათვის; ხოლო მათი შერწყმა თავის ტკივილის პაროქსიზმთან, რომელიც მოჰყვება თავის მობრუნებას, ატარებს ბრუნსის სინდრომის სახელწოდებას. ხანში შესულ ავადმყოფებში მენიერის მსგავსი შეტევების განსაკუთრებით ხშირი მიზეზია სისხლის მიმოქცევის უკამრისობა ვერტებრულ-ბაზილარულ სისტემაში, შერწყმული ათეროსკლეროზულ სტენოზთან და კისრის ოსტეოქონდროზთან. ზოგჯერ თავბრუსხვევა ეპილეფსური გულყრის ეკვივალენტურია. თავბრუსხვევა დამახასიათებელია ასევე ნევროზული მდგომარეობებისათვის.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1885 times by 1055 viewers



