ლალი დათეშიძე
შარკო-მარის პერონეალური ამიოტროფია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება ფეხის დისტალური ნაწილების ნელა მიმდინარე პროგრესირებადი ატროფიით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიზეზი უცნობია; აღინიშნება ფეხის პერიფერიული ნერვების პროგრესირებადი დეგენერაცია, მოგვიანებით კი ხელების, ასევე ზურგის ტვნის ფესვებისა და წინა რქების.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირად იწყება ბავშვობისა და ახალგაზრდა ასაკში. პირველი ნიშნებია პერონეალური კუნთების ატროფია სტეპაჟის თანდათანობითი განვითარება. ატროფიული პარეზი მატულობს ძალიან ნელა; გვიან სტადიებში პროცესში ერთვება ასევე მტევნებიც. ქრება მყესთა რეფლექსები. არაიშვიათია ტკივილები ფეხებში, დისტალური ჰიპესთეზიები. კოოორდინაცია და მენჯის ფუნქციები დარღვეული არ არის. ცერებრულ-სპინური სითხის შემადგენლობა ნორმის ფარგლებშია. ელექტრომიოგრაფია და ნერვებში გამტარობის სიჩქარის გამოკვლევა მოწმობს ამიოტროფიის ნეიროგენულ გენეზს.
მკურნალობა სიმპტომატურია.
პროგნოზი. მრავალი წლის შემდეგაც კი ავადმყოფებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1097 times by 496 viewers



