სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

გულის წასვლა – გონების უეცარი დაკარგვა, რომელიც განპირობებულია ტვინის გარდამავალი იშემიით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. წამყვანი ფაქტორია არტერიული წნევის დაქვეითება იმ დონემდე, რომლის დროსაც ტვინის სისხლმიმოქცევის ავტორეგულარული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ ტვინის სათანადო სისხლმომარაგებას. გამოყოფენ გულის წასვლის განვითარების 3 ძირითად პათოგენეტიკურ რგოლს: 1. არტერიული წნევის დაცემა სისტემური ვაზოდილატაციის დროს, პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირების შედეგად; 2. გულის მოქმედების დარღვევა; 3. სისხლში ჟანგბადის შემცველობის შემცირება.

სიმპტომები, მიმდინარეობა. გულის წასვლა იწყება ხმაურით ყურებში, რასაც მოჰყვება გონების დაკარგვა. ავადმყოფი ეცემა, აღინიშნება კანის სიფერმკრთალე. პულსი სუსტია ან საერთოდ ვერ ისინჯება. არტერიული წნევა მკვეთრად დაქვეითებულია, სუნთქვა ზედაპირულია. გონების დაკარგვა გრძელდება 10 – 30 წმ. გარკვეულ პერიოდის განმავლობაში აღინიშნება საერთო სისუსტე, გულისრევა. გულის წასვლის ყველაზე ხშირი ვარიანტია ვაზოვაზალური; იგი პროვოცირდება უარყოფითი ემოციებითა და ტკივილით, სულის შეხუთვით, ასევე ხანგრძლივი დგომის, სისხლის დანახვის, ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში მკვეთრი გადასვლის დროს. გულის წასვლის იშვიათი ვარიანტია ბეტოლეფსია და ნიქტურიული გულის წასვლა (ხშირად აღინიშნება მამაკაცებში; წარმოიქმნება მოშარდვის შემდეგ ღამის საათებში ან დილით ადრე).

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ეპილეფსიურ გულყრასთან. ისტერიული გულყრა გულის წასვლისაგან განსხვავდება პაროქსიზმის დემონსტრატიულობით; ამასთან შეტევა წარმოქმნება მხოლოდ გარეშე პირების თანდასწრებით. გახანგრძლივებული შეტევების დროს აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის გამოკვლევა ჰიპოგლიკემიის გამოსარიცხად.

მკურნალობა. ვაზოვაზალური ვარიანტის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა საჭირო არ არის. აუცილებელია ავადმყოფის დაწვენა ზურზე და ფეხების აწევა, ყელისა და გულმკერდის გათავისუფლება მოჭერილი ტანსაცმლისაგან.

პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1645 times by 815 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka