სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ნერვული სისტემის დაავადებები

თავის ტვინის კოპრესია – (compressio cerebri; ლათ. Compressio შეკუმშვა, გაჭყლეტა, გასრესა) სინდრომი, რომელიც ვითარდება ქალაშიდა პათოლოგიური პროცესების – ახალწარმონაქმნების, ანთებითი პროცესების, სისხლჩაქცევების, ასევე ქალა – ტვინის ტრავმების დროს, ხშირად ქალას ძვლების მოტეხილობებისა და ქალაშიდა ჰემატომების დროს; ხასიათდება ტვინის ზოგადი და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ თავის ტვინის კომპრესიას. მწვავე განპირობებულია ტვინის გარსების სისხლძარღვების ან თვითონ ტვინის დაზიანებით, ეპიდურული, სუბდურული ან ტვინშიგა ჰემატომების შემდგომი წარმოქმნით, თავზურგტვინის სითხის ცირკულაციის მწვავე

compr

მოშლით, რასაც თან ახლავს ჰიდრომების წარმოქმნა, ტვინის დაზიანებით და მისი შემდგომი ლოკალური ან დიფუზური შეშუპებით. თავის ტვინის მწვავე კომპრესიას იწვევს რიგი დაავადებები და მათი გართულებები: ჰემორაგიული ინსულტი, არტერიული და არტერიულ-ვენური ანევრიზმების გასკდომა ქალაშიდა ჰემატომების წარმოქმნით, ან ტვინის გენერალიზებული შეშუპებით, ტვინის ინფარქტი პერიფოკალური შეშუპებით და სხვ.

თავის ტვინის ქრონიკული კომპრესია წარმოიქმნება ტვინისა და მისი გარსების ნელა მზარდი სიმსივნეების, ტორპიდულად მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს, რაც იწვევს ტვინის აბსცენდირებას. თავის ტვინის ქრონიკულ ლოკალურ კომპრესიას იწვევს ქალას ძვლოვანი ნატეხები, ქრონიკული სუბდურული ჰემატომები და ჰიდრომები. მწვავე პროცესის საწყისი გამოვლინება შესაძლოა იყოს გონების დაკარგვა, რაც გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე საათამდე. რიგ ავადმყოფებს აღენიშნებათ ე. წ. ნათელი პერიოდი, როდესაც ავადმყოფის ცნობიერება სრულად აღდგება და დაშავებულს შეუძლია შეასრულოს მიზანმიმართული მოქმედება – სიარული, ლაპარაკი, ზოგჯერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაც. ეს ნათელი პერიოდი შესაძლოა იყოს რედუცირებული. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ავადმყოფი კვლავ კარგავს გონებას გარკვეული ფაქტორის უშუალო ზემოქმედებით. თავის ტვინის ქრონიკული კომპრესია ხასიათდება მყარი, თანდათანობითი მზარდი თავის ტკივილებით, რომელიც მიმდინარეობს გულისრევით, ღებინებით, თვალის ფსკერზე შეგუბებითი მოვლენებით, მხედველობის დაქვეითებით. გარკვეულ ეტაპზე ქრონიკულმა პროცესმა შესაძლოა მიიღოს მწვავე მიმდინარეობა. კლინიკურად თავის ტვინის კომპრესიას აქვს ფაზური მიმდინარეობა. განასხვავებენ კლინიკური კომპენსაციის ფაზას, სუბკომპენსაციის ფაზას, დეკომპენსაციის ფაზას. თუმცა აუცილებელი არაა ყოველთვის გავლილი იქნას თითოეული ჩამოთვლილი ფაზა; პროგნოზი დამოკიდებულია დროულ ჰოსპიტალიზაციაზე, დიაგნოსტიკასა და ოპერაციაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 970 times by 467 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka