სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მეანობა

სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი - სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა; მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს. თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის მიზეზები ხშირად გაურკვეველი რჩება. მათ პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივი განვითარების შეფერხებას (ინფანტილიზმი), წინამორბედ ხელოვნურ აბორტებს, განსაკუთრებით პირველი ორსულობის შეწყვეტას; შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დისფუნქციას (ჰიპოფიზი, საკვერცხეები, თირკმელზედა ჯირკვლები, ფარისებრი ჯირკვალი); ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობას, საშვილოსნოსშიგა შეხორცებებს, მწვავე და ქრონიკულ ინფექციურ დაავადებებსა და ინტოქსიკაციებს, დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შუთავსებლობას; სასქესო ორგანოების სიმსივნეებსა და სხვ. ფიზიკური ფაქტორები (ტრავმები, სიმძიმის აწევა) მოქმედებას ახდენენ მხოლოდ წინასწარგანმწყობი ფაქტორების დროს. პათოლოგიური პროცესის განვითარების მიხედვით განასხვავებენ თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის რამდენიმე სტადიას: მოსალოდნელი, დაწყებითი, მიმდინარე აბორტი; არასრული და სრული აბორტი.

მოსალოდნელი აბორტი – ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მუცლის ქვევით და წელის არეში. სასქესო ორგანოებიდან სისხლიანი გამონადენი არ აღინიშნება, საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადას, მისი გარეთა პირი დახურულია (ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობის დროს ღიაა). ასეთი მდგომარეობა ითვლება შექცევადად და შესაბამისი მკურნალობის დროს ორსულობა შედგომში ნორმალურად მიმდინარეობს.

დაწყებითი აბორტი ხასიათდება ტკივილების გაძლიერებით, საშოდან მცირედი სისხლიანი გამონადენით. საშვილოსნო ზომით შეესაბამება ორსულობის ვადებს, გარეთა პირი დახურული ან მცირედ ღიაა. ორსულობის შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თჲმცა პროგნოზი უარესია, ვიდრე მოსალოდნელი აბორტის დროს.

მიმდინარე აბორტი – სანაყოფო კვერცხი სცილდება საშვილოსნოს კედელს, გამოიდევნება ცერვიკალური არხიდან. ავადმყოფები უჩივიან შეტევით ტკივილებს მუცლის ქვევით და სისხლდენას (ზოგჯერ მნიშვნელვანი). საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადებს, ან აქვს შედარებით მცირე ზომები. საშოსმხრივი გამოკვლევისას საშვილოსნოს ყელი გადასწორებული ან ღიაა, მის სანათურში პალპირდება ღრუბლისებრი ქსოვილი (სანაყოფო კვერცხი და სისხლის შენადედები). ორსულობის შენარჩუნება შეუძლებელია.

არასრული აბორტი ხასიათდება საშვილოსნოს ღრუში სანაყოფო კვერცხის ნაწილების შეჩერებით და მიმდინარეობს სისხლდენით, ხშირად მნიშვნელოვანი. გამოიყოფა სისხლის შენადედები და სანაყოფო კვერცხის ნაწილები. საშოსმხრივი გამოკვლევისას საშვილოსნოს ყელის არხი ღიაა, საშვილოსნოს ზომები ნაკლებია იმაზე, რაც უნდა შეესაბამებოდეს ორსულობის ვადებს.

დასრულებული აბორტი აღინიშნება ხშირად ორსულობის ადრეულ ვადებში. სანაყოფო კვერცხი თავისთავად მთლიანად გამოიდევნება საშვილოსნოდან. საშვილოსნო თავისუფალია სანაყოფო კვერცხის ნაწილებისაგან, საშვილოსნოს ყელის არხი დახურულია და სისხლდენა შეჩერებულია.

სპომტანური (თავისთავადი) აბორტის მკურნალობა ტარდება მისი სტადიის მიხედვით. მოსალოდნელი და დაწყებითი აბორტის დროს ავადმყოფს ათავსებენ სტაციონარში, უზრუნველყოფენ წოლით რეჟიმს. საშოსმხრივი გამოკვლევები ტარდება  მხოლოდ მკაცრი ჩვენების მიხედვით. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიას, უარყოფითი ემოციების მოხსნას; მიმდინარე აბორტისა და არასული აბორტის დროს ნაჩვენებია სანაყოფო კვერცხის ნაწილების ინსტრუმენტული მოცილება. გვიანი აბორტის დროს, რომელსაც თან არ ახლავს მნიშვნელოვანი სისხლდენა, აცლიან სანაყოფო კვერცხის თავისთავად დაბადებას და საშვილოსნოს გამოფხეკა ნაჩვენებია საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილების შეჩერებისას. მოსალოდნელი ან დაწყებითი აბორტის დროს, რომელიც განპირობებულია ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობით, აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1508 times by 912 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka