დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები
სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი – სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა; მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის მიზეზები ხშირად გაურკვეველი რჩება. მათ პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივი განვითარების შეფერხებას (ინფანტილიზმი), წინამორბედ ხელოვნურ აბორტებს, განსაკუთრებით პირველი ორსულობის შეწყვეტას; შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დისფუნქციას (ჰიპოფიზი, საკვერცხეები, თირკმელზედა ჯირკვლები,);
ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობას, საშვილოსნოსშიგა შეხორცებებს, მწვავე და ქრონიკულ ინფექციურ დაავადებებსა და ინტოქსიკაციებს, დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შუთავსებლობას;
სასქესო ორგანოების სიმსივნეებსა და სხვ. ფიზიკური ფაქტორები (ტრავმები, სიმძიმის აწევა) მოქმედებას ახდენენ მხოლოდ წინასწარგანმწყობი ფაქტორების დროს.
სპონტანური აბორტის სტადიები
პათოლოგიური პროცესის განვითარების მიხედვით განასხვავებენ თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის რამდენიმე სტადიას: მოსალოდნელი, დაწყებითი, მიმდინარე აბორტი; არასრული და სრული აბორტი.
მოსალოდნელი აბორტი
მოსალოდნელი აბორტის დროს ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მუცლის ქვევით და წელის არეში. სასქესო ორგანოებიდან სისხლიანი გამონადენი არ აღინიშნება, საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადას, მისი გარეთა პირი დახურულია (ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობის დროს ღიაა).
ასეთი მდგომარეობა ითვლება შექცევადად და შესაბამისი მკურნალობის დროს ორსულობა შედგომში ნორმალურად მიმდინარეობს.
დაწყებითი აბორტი
დაწყებითი აბორტი ხასიათდება ტკივილების გაძლიერებით, საშოდან მცირედი სისხლიანი გამონადენით. საშვილოსნო ზომით შეესაბამება ორსულობის ვადებს, გარეთა პირი დახურული ან მცირედ ღიაა.
ორსულობის შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა პროგნოზი უარესია, ვიდრე მოსალოდნელი აბორტის დროს.
მიმდინარე აბორტი
მიმდინარე აბორტის დროს სანაყოფო კვერცხი სცილდება საშვილოსნოს კედელს, გამოიდევნება ცერვიკალური არხიდან. ავადმყოფები უჩივიან შეტევით ტკივილებს მუცლის ქვევით და სისხლდენას (ზოგჯერ მნიშვნელვანი). საშვილოსნოს ზომა შეესაბამება ორსულობის ვადებს, ან აქვს შედარებით მცირე ზომები.
საშოსმხრივი გამოკვლევისას საშვილოსნოს ყელი გადასწორებული ან ღიაა, მის სანათურში პალპირდება ღრუბლისებრი ქსოვილი (სანაყოფო კვერცხი და სისხლის შენადედები).
ორსულობის შენარჩუნება შეუძლებელია.
არასრული აბორტი
არასრული აბორტი ხასიათდება საშვილოსნოს ღრუში სანაყოფო კვერცხის ნაწილების შეჩერებით და მიმდინარეობს სისხლდენით, ხშირად მნიშვნელოვანი. გამოიყოფა სისხლის შენადედები და სანაყოფო კვერცხის ნაწილები.
საშოსმხრივი გამოკვლევისას საშვილოსნოს ყელის არხი ღიაა, საშვილოსნოს ზომები ნაკლებია იმაზე, რაც უნდა შეესაბამებოდეს ორსულობის ვადებს.
დასრულებული აბორტი
დასრულებული აბორტი აღინიშნება ხშირად ორსულობის ადრეულ ვადებში. სანაყოფო კვერცხი თავისთავად მთლიანად გამოიდევნება საშვილოსნოდან. საშვილოსნო თავისუფალია სანაყოფო კვერცხის ნაწილებისაგან, საშვილოსნოს ყელის არხი დახურულია და სისხლდენა შეჩერებულია.
მკურნალობა
მკურნალობა ტარდება მისი სტადიის მიხედვით. მოსალოდნელი და დაწყებითი აბორტის დროს ავადმყოფს ათავსებენ სტაციონარში, უზრუნველყოფენ წოლით რეჟიმს. საშოსმხრივი გამოკვლევები ტარდება მხოლოდ მკაცრი ჩვენების მიხედვით. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიას, უარყოფითი ემოციების მოხსნას;
მიმდინარე აბორტისა და არასული აბორტის დროს ნაჩვენებია სანაყოფო კვერცხის ნაწილების ინსტრუმენტული მოცილება.
გვიანი აბორტის დროს, რომელსაც თან არ ახლავს მნიშვნელოვანი სისხლდენა, აცლიან სანაყოფო კვერცხის თავისთავად დაბადებას და საშვილოსნოს გამოფხეკა ნაჩვენებია საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილების შეჩერებისას.
მოსალოდნელი ან დაწყებითი აბორტისდროს, რომელიც განპირობებულია ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობით, აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა. გინეკოლოგია, მეანობა
სპონტანური აბორტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
♀️ სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი – სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა – მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2-8%-ს
🔍 სპონტანური აბორტის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება:
✔️ სქესობრივი განვითარების შეფერხებას;
✔️ წინამორბედ ხელოვნურ აბორტებს, განსაკუთრებით პირველი ორსულობის შეწყვეტას;
✔️ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დისფუნქციას;
✔️ ისთმურ-ცერვიკალურ უკმარისობას,
✔️ საშვილოსნოსშიგა შეხორცებებს;
✔️ მწვავე და ქრონიკულ ინფექციურ დაავადებებსა და ინტოქსიკაციებს;
✔️დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შუთავსებლობას;
✔️ სასქესო ორგანოების სიმსივნეებს
📌 განარჩევენ თავისთავადი აბორტის რამდენიმე სტადიას:
➡️ მოსალოდნელი;
➡️ დაწყებითი;
➡️ მიმდინარე;
➡️ არასრული;
➡️ სრული
👉 გაიგეთ მეტი სპონტანური აპორტის შესახებ სტატიიდან –
#აბორტი #სპონტანურიაბორტი #თავისთავადიაბორტი #აბორტიპირველტრიმესტრში #სპონტანურიაბორტისნიშნები #სპონტანურიაბორტისსიმპტომები #სპონტანურიაბორტისმკურნალობა #მოსალოდნელიაბორტი #დაწყებითიაბორტი #მიმდინარეაბორტი #არასრულიაბორტი #სრულიაბორტი #ვაგინალურიგამონადენი #სისხლდენასაშვილოსნოდან #ორსულობისსიმპტომები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.