სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მეანობა

მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალური) – გრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში. ადგილობრივი ცვლილებები გამოიხატება საშვილოსნოს მხრივ (ინვოლუცია). საშვილოსნოს ინვოლუციის მაჩვენებლებია მისი ფსკერის მდებარეობა: პირველი დღეების ბოლოს – ჭიპის დონეზე, მე-5 დღეზე – ჭიპსა და უბეს შორის, მე-10 დღის ბოლოს – უბის ქვევით. საშვილოსნოს შიგნითა პირი იხურება მე-10 დღის ბოლოს, გარეთა – მე-3 კვირაზე. უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი წარმოადგენს უხვი სეკრეტიან ჭრილობით ზედაპირს (სისხლით). ამ ზედაპირის ეპითელიზაცია მიმდინარეობს თანდათანობით: მე-10 დღეზე ეპითელიზდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი, გარდა პლაცენტარული ფართისა, ხოლო მე-3 კვირის ბოლოს ხდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მთლიანი ეპითელიზაცია. შესაბამისად იცვლება მშობიარობის შემდგომი გამონადენის ხასიათიც. მშობიარობის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში ლოქიები ჩვეულებრივ სისხლიანია; მე-6-დან 10 დღემდე – უხვი მოყავისფეროა; მე-11-დან მე-15 დღემდე ზომიერად მოყვითალოა; მე-16-დან მე-20 დღემდე – მცირე რადენობისა და მოთეთროა. მესამე კვირიდან ლოქიები ღებულობენ ლორწოვან ხასიათს ლაქტოგენური ჰორმონის გავლენით; მშობიარობიდან მე-3-4 დღეზე იწყება რძის გამომუშავება (ხსენი, გარდამავალი რძე, მწიფე რძე).

მიმდინარეობა. მშობიარობის შემდეგ მშობიარე საკმაოდ დაღლილია და საჭიროებს დასვენებას. ტემპერატურა ნორმალურია, შეიძლება აღინიშნოს მისი ერთჯერადი მომატება მე-3-4 დღეზე, რაც უკავშირდება მიკრობების შეღწევას საშვილოსნოში, ან სარძევე ჯირკვლების გამაგრებას. პულსი ხშირად ნორმალურია, იშვიათად აღინიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევა მცირედ დაქვეითებულია. საჭიროა მშობიარეზე ყოველდღიური დაკვირვება. იზომება პულსი, არტერიული წნევა; სინჯავენ სარძევე ჯირკვლებს, ყურადღება ექცევა საშვილოსნოს ინვოლუციას, ლოქიების ხასიათს, ასევე დეფეკაციასა და მოშარდვას. შეკრულობისას მშობიარობიდან მე-3 დღეზე კეთდება გამწმენდი ოყნა ან ინიშნება საფაღარათოები. საჭიროა სრულფასოვანი კვება, ვიტამინების საკმარისი რაოდენობით. სარძევე ჯირკვლებს ამუშავებენ თბილი წყლითა და საპნით დილით და საღამოს კვების შემდეგ. შხაპის ქვეშ დაბანა შეიძლება მე-10 დღეზე, აბაზანა – მე-3 კვირის ბოლოს. სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია არა უადრეს 6 კვირისა მშობიარობიდან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1204 times by 710 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka