მშობიარობისშემდგომი პელვიოპერიტონიტი

მშობიარობისშემდგომი პელვიოპერიტონიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მშობიარობისშემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი (პელვიოპერიტონიტი)ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები, იშვიათად გონოკოკი. ინფექცია ძირითადად ვრცელდება ლიმფოგენურად საშვილოსნოდან. არაიშვიათად წარმოადგენს სალპინგოოფორიტის გართულებას. პერიტონეუმის დაზიანება იწვევს სეროზული ან ჩირქოვანი ექსუდატის წარმოქმნას. პროცესი შემოიფარგლება მენჯის მიდამოთი.

მშობიარობისშემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ვითარდება მშობიარობიდან 1-2 კვირაზე. იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, აღინიშნება მკვეთრი ტკივილი მუცლის ქვევით, მეტეორიზმი, შჩოტკინ-ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. მუცლის ქვედა ნაწილში პალპირდება მოსაზღვრე ღარი, რომელიც შემოფარგლავს ანთებით პროცესს მენჯში. საშოსმხრივი გამოკვლევით თავდაპირველად აღინიშნება საშოს უკანა თაღის მკვეთრი მტკივნეულობა. ბოლო დღეებში მკაფიოდ პალპირდება ექსუდატი, რომელიც გამობერავს საშოს უკანა თაღს გუმბათისებურად.

მშობიარობისშემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი – მკურნალობა. მკაცრი წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე; ტკივილგამაყუჩებელი, მადესენსიბილიზირებელი პრეპარატები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ვენაში წვეთობრივად გლუკოზის 5%-იანი ხსნარი (1000 – 1500 მლ), ვიტამინები, საგულე საშუალებები. საშოსუკანა თაღის გამობერვისას და ექსუდატის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაგროვებისას – კოლპოტომია და დრენირება. მწვავე მოვლენების ჩაცხრომის შემდეგ – ფიზიოთერაპია და კურორტული მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა